ტოკიოს შურისმაძიებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოკიოს შურისმაძიებლები (იაპონ. 東京卍リベンジャーズ) — იაპონურ მანგათა სერია. მხატვარი — კენ ვაკუი. გამოუშვა გამომცემლობა „Kodansha“-მ ყოველკვირეულ ჟურნალში „Weekly Shonen Magazine“, 2017 წლის მარტიდან 2022 წლის ნოემბრამდე.

ისტორია მოგვითხრობს 26 წლის ჰანაგაკი ტაკემიჩიზე, რომელიც გაიგებს რომ მისი ყოფილი შეყვარებული ტაჩიბანა ჰინატა გარდაიცვალა და მის სიკვდილში ტოკიოს მანჯის ბანდაა გარეული. მომდევნო დღეს, სამსახურიდან დაბრუნებისას, ტაკემიჩის ვიღაც დაეჯახება და იგი მეტროს ბაქნიდან გადავარდება. მატარებლის დაჯახებამდე წამებით ადრე უეცრად თორმეტი წლით უკან დროში მოგზაურობს და ხვდება იმ წელში, როდესაც ის და ჰინატა ერთმანეთს ხვდებოდნენ. როცა ამ ყველაფერს ტაკემიჩი გაანალიზებს, გადაწყვეტს, რომ ყველაფერი გააკეთოს ჰინატას სიკვდილის ასაცილებლად.

მანგის მიხედვით შექმნეს ანიმე, რომელიც „Liden Films“-მა გადაიღო. 2021 წლის აპრილში ანიმე ოფიციალურად გამოვიდა ეკრანებზე. მეორე სეზონი 2023 წლის იანვარში გამოვიდა, ხოლო აპრილში დასრულდა. მესამე სეზონი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. ანიმესა და მანგას მიხედვით გადაღებული ფილმი იაპონიაში გამოვიდა 2021 წლის ივლისში. ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა 2023 წლის აპრილში.

2022 წლის დეკემრბრისთვის გამოცემული იყო მანგის 70 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რითაც „ტოკიოს შურისმაძიებლები“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ გაყიდვად მანგად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]