შინაარსზე გადასვლა

ტოკამაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკამაკი

ტოკამაკი (რუს. ТОКАМАК, Тороидальная камера с магнитными катушками) — ჩაკეტილი მაგნიტური საჭერი, რომელსაც ტორის ფორმა აქვს. იყენებენ მაღალტემპერატურული პლაზმის შესაქმნელად და შესაკავებლად. შემოთავაზებულია ი. ტამისა და ა. სახაროვის მიერ 1950 წელს მართვადი თერმობირთვული სინთეზის (მთს) პრობლემასთან დაკავშირებით. ტოკამაკის ტიპის სისტემების შესწავლასა და დამუშავებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანეს საბჭოთა მეცნიერებმა ლ. არციმოვიჩის ხელმძღვანელობით, რომელმაც 1956 წელს დაიწყო ამ სისტემების ექსპერიმენტული გამოკვლევები ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში. ტოკამაკში პლაზმის მაკავებელი და მასტაბილიზებელი მაგნიტური ველი არის ჯამი სამი ველისა: ველისა (რომელსაც ქმნის ტოროიდულ პლაზმურ ხვიაში გამავალი I დენი), გაცილებით ძლიერი ტოროიდული ველისა (რომელიც დენის პარალელურია) და შედარებით სუსტი განივი ველისა (რომელიც მიმართულია ტორის მთავარი ღერძის პარალელურად). -ს ქმნის ტორზე დახვეული ხვიები, -ს — ტორის გასწვრივ განლაგებული გამტარები. ჯამური მაგნიტური ველის ძალწირებს, რომლებიც ტორის ირგვლივ მრავალჯერ შემოვლისას ქმნიან ერთმანეთში ჩადგმული ტოროიდული მაგნიტური ზედაპირების სისტემას, სპირალის სახე აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]