ლევ არციმოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევ არციმოვიჩი
რუს. Лев Андреевич Арцимович
1974 CPA 4316.jpg
დაბ. თარიღი 12 (25) თებერვალი 1909
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 1 მარტი 1973(1973-03-01)[2] (64 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Russian Soviet Federative Socialist Republic (1918–1937).svg საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ბირთვული ფიზიკა
მუშაობის ადგილი იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი და კურჩატოვის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ბელორუსის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

ლევ არციმოვიჩი (რუს. Арцимович, Лев Андреевич; დ. 25 თებერვალი, 1909, მოსკოვი — გ. 1 მარტი, 1973, იქვე) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევ ანდრიას ძე არციმოვიჩი დაიბადა 1909 წლის 25 თებერვალს ქალაქ მოსკოვში, პროფესორის ოჯახში. 1928 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არციმოვიჩის მოღვაწეობა დაიწყო ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკურ უნივერსიტეტში. პირველი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც არცომოვიჩმა პარტნიორთნ ერთად შეასრულა ეკუთვნის რენტგენის სხივების ოპტიკას, კერძოდ ლითონის თხელი ფენებიდან რენტგენის სხივების სრული შინაგანი არეკვლის საკითხებს. თავდაპირველად მაქსველის განტოლებების გამოყენებით არციმოვიჩმა შეასრულა ნაშრომის თეორიული ნაწილი, ხოლო შემდეგომ იმდოისათვის მეტად რთული ექსპერიმენტი. სწორედ ამ ნაშრომმა ცხადყო არციმოვიჩის მეცნიერული ხელწერა და სტილი, ასევე საკითხების სწორი დასმის უნარი და თეორიის კარგი ცოდნა. იგი თანაბარი სიძლიერით ფლობდა თეორიასა და პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ არციმოვიჩმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც თეორეტიკოსმა, თუმცა საუკეთესო ნაშრომები ექსპერიმენტატორის სტატუსით შეასრულა.

1936 წელს იგი ინტერესდება ამერიკელი ფიზიკოსის, შენკლონდის შედეგებით, რომელიც შეეხებოდა მუდმივობის კანონების შესაძლო დარღვევებს კომპტონის ეფექტის დროს. 1934-1945 წლების პერიოდში არციმოვიჩი იგორ კურჩატოვთან ერთად მუშაობს შემდეგ თემაზე: პროტონებით ნეიტრონების ჩაჭერის საკითხზე. პირველად აღინიშნა, რომ პროტონებით ნელი ნეიტრონების ნაკადის ჩაჭერა შედარებით დიდია. შემდგომ იგი ინტერესდება ბირთვული ფიზიკის საკითხებით.

არციმოვიჩმა სარეკორდო ვადაში (15 დღეში) ჩაატარა ორიგინალური ექსპერიმენტი, რომელსაც შემსრულებლები უწოდებდნენ „ულამაზეს ექსპერიმენტს“. ამ ექსპერიმენტმა პორიტრონული ანიჰილაციით დაამტკიცა ენერგიისა და იმპულსის მუდმივოდბის კანონების სამართლიანობა კომპტონის ეფექტის დროს. ეს ნაშრომი იყო ენერგიისა და იმპულსის მუდმივობის კანონების პირველი დიდი ექსპერიმენტალური დასაბუთება, რომელიციმ დროისათვის ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში ნილს ბორსაც კი საეჭვოდ მიაჩნდა.

დიდი სამამულო ომის განმავლობაში არციმოვიჩი მუშაობდა ეკექტრონულ ოპტიკურ სისტემათა ქრომატული აბერაციის თეორიაში. იგი აწარმოებდა თეორიულ და ექსპერიმენტალურ გამოკვლევებს ელექტრონულ-ოპტიკური გარდაქმნების საკითხში.

1945 წელს არციმოვიჩი პარტნიორთან ერთად იკვლევდა ბეტატრონში რადიაციული დანაკარგების როლს. ან ნაშრომი საშუალებას იძლეოდა დაგვედგინა ზღვრული ენერგია, რომელიც მიღწეულია ელექტრონების აჩქარების ასეთი მეთოდით. 50-იან წლებში მან ძიება დაიწყო მართვადი თერმობირთვული რეაქციების შესაქმნელად.

არციმოვიჩის ძირითადი ნაშრომები მიძღვნილია ატომური და ბირთვული ფიზიკის პრობლემებისადმი, თუმცა მასვე ეკუთვნის შესანიშნავი ნაშრომები ელექტრონულ ოპტიკაში. მასვე აქვს დაწერილი წიგნი „მართვადი თერმობირთვული რეაქციები“. შესაძლოა ითქვას, რომ ეს წიგნი იმდროისათვის იყო ერთადერთი ძირითადი სახელმძღვანელო პლაზმის ფიზიკაში.

ლევ არციმოვიჩი იყო სოციალისტური შრომის გმირი, საბჭოთა ფიზიკოსების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ლენინისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ოთხგზის ლენინის ორდენოსანი.

არციმოვიჩი გარდაიცვალა 1973 წლის 1 მარტს, მოსკოვში.

ლევ არციმოვიჩს განვლილი აქვს მიცნიერებისა და საზოგადო მოღვაწის ნათელი ცხოვრება. მან ღრმა კვალი დატოვა XX საუკუნის ფიზიკის განვითარების გზაზე.

1974 წლის 1 მარტს, არციმოვიჩის გარდაცვალებიდან ერთ წლის თავზე მისი ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა კონფერენცია პლაზმის ფიზიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 289-292, თბ., 1980.
  • Лев Андреевич Арцимович, Сб. статей, М., 1975.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]