შინაარსზე გადასვლა

ტლატელოლკოს ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტლატელოლკოს ხელშეკრულება
ტიპი საერთაშორისო
ხელი მოეწერა 14 თებერვალი, 1967
ადგილი მეხიკო
ძალაში შევიდა 22 აპრილი, 1968
ხელი მოაწერეს 33 სახელმწიფო

ტლატელოლკოს ხელშეკრულება, ოფიციალურად ხელშეკრულება ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში — მრავალმხრივი საერთაშორისო აქტი ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1967 წლის 14 თებერვალს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ტლატელოლკოს რაიონში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის დროს. ხელშეკრულება ძალაში ოფიციალურად შევიდა 1968 წლის 22 აპრილიდან.

ხელშეკრულების დადების მიზეზი გახდა 1962 წლის კარიბის კრიზისი. სწორედ ამიტომ მისი მთავარი მიზანი იყო უსაფრთხოების გარანტიები ბირთვული სახელმწიფოებიდან მომდინარე კონფლიქტების პერიოდში.

ხელშეკრულების მომზადებასა და ამოქმედებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო რობლეს გარსიამ, რომელმაც სწორედ აღნიშნული საქმიანობისათის 1982 წელს მიიღი ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]