ტიტუს ლაბიენუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტიტუს ლაბიენუსი (ლათ. Titus Labienus; დ. ძვ. წ. 100 — გ. ძვ. წ. 45) — ძველი რომაელი მხედართმთავარი, იულისუს კეისრის ლეგატი გალიური ომების დროს. კეისრის უახლოესი თანაშემწე, მისი წარმატებების ერთ-ერთი ხელშემწყობი.

მაგრამ როდესაც კეისარს დავა ჰქონდა სენატთან და დაიძრა რომისაკენ, ლაბიენუსმა უარი თქვა გადაეკვეთა რუბიკონი და გაემართა პომპეუსის და რესპუბლიკელების დასახმარებლად. იბრძოდა დირაქიონთან, ფარსალოსთან, შემდეგ კატონ უმცროსს თან გაჰყვა აფრიკაში, მისი გარდაცვალებნის შემდეგ კი შეუერთდა ესპანეთში პომპეუსის შვილებს. მოკლეს მუნდეს ბრძოლაში. ლაბიენუსის მოჭრილი თავი კი გაუგზავნეს კეისარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]