ტიტუს ანდრონიკუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტუს ანდრონიკუსი
შემქმნელი უილიამ შექსპირი
ინფორმაცია
შვილები ლუციუსი, კვინტუსი, მარციუსი, მუციუსი, ლავინია.
ნათესავები

ძმა: მარკუს ანტონიუსი ბიძაშვილი: პუბლიუსი

შვილიშვილი: ახალგაზრდა ლუციუსი

ტიტუს ანდრონიკუსი (ინგლ. Titus Andronicus) — უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების მქონე ტრაგედიის მთავარი მოქმედი გმირი.[1] ტიტუსი რომაელი დიდგვაროვანია, რომელიც, ერთ დროს, გოთების წინააღმდეგაც იბრძოდა.[1] მიუხედავად მისი სამაგალითო სამსახურისა და ჩინისა, ომის ზარალი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას უარი ეთქვა იმპერატორობაზე. მიუხედავად ამისა, დადგმაში ის მკითხველთ და მაყურებელთ წარმოუდგება, როგორც სამაგალითო მოქალაქე. თუმცა, რომაული მმართველობის სისტემის ტრადიციების მკაცრი დაცვა, საბოლოოდ, მის სიკვდილს გამოიწვევს, რადგან სხვები შურისძიების წადილით არიან აღვსილნი.[1]

ზოგიერთი წყაროს თანახმად, შექსპირმა პერსონაჟის გვარი – ანდრონიკუსი – XII საუკუნეში მოღვაწე პოლიტიკური ფიგურის, ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის მიხედვით შეარჩია, რომელიც, პერსონაჟის მსგავსად, წერილებმიბმული ისრების სროლისკენ იყო მიდრეკილი.[2] ენტონი ჰოპკინზმა, ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა, მას შემდეგ, რაც 1999 წელს აღნიშნული პერსონაჟის როლი კინოში მოირგო, დასძინა, რომ ზემოხსენებული პერსონაჟი მეფე ლირის, ბარნისა და ჰანიბალ ლექტერის შერწყმას წარმოადგენს.[3] მიუხედავად იმისა, რომ პიესის მთავარი გმირი სწორედ ტიტუსია, პიესის სხვადასხვა ადაპტაციაში მოქმედებას მისი შვილიშვილის – ახალგაზრდა ლუციუსის – თვალთახედვიდან ვეცნობით.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Titus Andronicus: Characters. Spark Notes. ციტირების თარიღი: April 25, 2014.
  2. (1922) რედ. Stoll, Elmer Edgar: The Tragedy of Titus Andronicus, Volume 30. The MacMillan Company, გვ. xvi. ციტირების თარიღი: April 24, 2014. 
  3. Holden, Stephen. (December 24, 1999) Titus (1999): Film Review; It's a Sort of Family Dinner, Your Majesty. The New York Times. ციტირების თარიღი: April 24, 2014.
  4. Titus Andronicus. British Universities Film & Video Council. ციტირების თარიღი: April 25, 2014.