ტირპიცი (ხომალდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახაზო ხომალდი ტირპიცი
სახაზო ხომალდი ტირპიცი
მოქმედების პერიოდი 1941—1944
წყალწყვა 53,500 ტ. სრული დატვირთვით
სიგრძე 253.6 მ.
სიმაღლე 15 მ.
ძალოვანი აგრეგატი 3 ტურბინა Brown Boveri & Cie. 163,026 ც. ძალა

ტირპიცი — ნაცისტური გერმანიის საზღვაო ძალების სახაზო ხომალდი. უმძლავრესი საბრძოლო გემი მეორე მსოფლიო ომში. სახაზო ხომალდ ბისმარკის ტყუპისცალი. ბისმარკის ჩაძირვის შემდეგ ტირპიცი დიდ საფრთხეს უქმნიდა მოკავშირეთა ძალებს. მის გასანადგურებლად ჩატარდა მეტ-ნაკლები წარმატების მრავალი ოპერაცია:

  • ოპერაციები: Chariot (1942), Source (1943) და Tungsten (1944).
  • ოპერაციები: Planet, Brawn, Tiger Claw და Mascot (1944).
  • ოპერაციები: Goodwood I, II, III და IV (აგვისტო, 1944).
  • ოპერაციები: Paravane და Obviate
  • ოპერაცა: Catechism (ნოემბერი, 1944).

ჩაძირულია 1944 წლის 12 ნოემბერს, ლანკასტერების ორი ესკადრელიის მიერ Tallboy ბომბების გამოყენებით[1]

ეკიპაჟის 1 700 კაციანი შემადგენლობიდან დაიღუპა 1000.

ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირპიცის ჩაძირვა

ტირპიცის ნაწილი ჯართად შეისყიდა ერთ-ერთმა ნორვეგიულმა ფირმამ, ხოლო ხომალდის მძლავრი ელექტროგენერატორები გამოიყენებოდა დროებით ელექტროსადგურში, რომელიც ქ. ჰონინსვაგის მახლობლად მდებარე თევზის წარმოების ინდუსტრიას ამარაგებდა ელექტროენერგიით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Breyer, Siegfried (1989). Battleship "Tirpitz",p.26. West Chester, Pennsylvania: Schiffer Pub.