ესკადრილია
იერსახე
ესკადრილია (ფრანგ. escadrille) — სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან. ესკადრილია ითვლის 9–12, 18–24 და მეტ საბრძოლო თვითმფრინავს. რამდენიმე ესკადრილია შეადგენს ავიაპოლკს, ავიაჯგუფს და ა. შ. ზოგიერთ სახელმწიფოში (იაპონია) ესკადრილიას შეესაბამება ავიაასეული, ავიადივიზიონი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 216.