შინაარსზე გადასვლა

ტინიეს ციხესიმაგრე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტინიეს ციხესიმაგრე
მდებარეობა ტინიეს ნახევარკუნძული, მალტა
ტიპი პოლიგონური ციხე
მფლობელი მალტის მთავრობა
ისტორია
აშენების წელი 1793–1795
დამკვეთი ჰოსპიტალიერები
მასალა კირქვა
აღდგენის წელი 1860-დან XX საუკუნემდე
ტინიეს ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ტინიეს ციხესიმაგრე (მალტ. Il-Forti Tigné - Il-Fortizza ta' Tigné) — პოლიგონური ციხესიმაგრე ტინიეს ნახევარკუნძულზე. იგი აშენდა წმინდა იოანეს ორდენის მიერ 1793 და 1795 წლებში მარსამქსეტის ნავსადგურის დასაცავად და ეს არის ერთ-ერთი უძველესი პოლიგონური ციხესიმაგრე მსოფლიოში.

ციხესიმაგრე აღადგინეს 21-ე საუკუნის დასაწყისში და ახლა ის კარგ მდგომარეობაშია. იგი 1998 წლიდან არის მალტის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაში.[1]

ციხესიმაგრე დაპროექტდა 1792 წელს ჰოსპიტალიერების ორდენის ინჟინრის, ანტუან ეტიენ დე ტუზარის მიერ. მშენებლობა დაიწყო 1793 წელს კაპომასტრო ანტონიო კაჩიას მეთვალყურეობის ქვეშ და დასრულდა 1795 წლის ივლისში. ციხესიმაგრეს სახელი დაარქვეს რაინდი ფრანსუა რენე იაკობ დე ტინიეს, სამხედრო ინჟინერ რენე იაკობ დე ტინიეს ძმისშვილის პატივსაცემად და მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად. ტინიემ შესწირა1000 სკუდი ახალი ციხესიმაგრის მშენებლობისთვის, ხოლო დე როჰანმა ციხესიმაგრეს შესწირა დაახლოებით 6000 სკუდი.[2]

ახალი ციხე მეთვრამეტე საუკუნის სტანდარტებით საკმაოდ პატარა იყო. ამის მიუხედავად, მისი დიზაინი რევოლუციურად ითვლებოდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პოლიგონური ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა მთელ მსოფლიოში. ციხესიმაგრე ასევე იყო წმინდა იოანეს ორდენის მიერ აშენებული ბოლო ნაგებობა.[3]

დაახლოებით 1797 წელს გაკეთდა წინადადება, აეშენებინათ ქალაქი ტინიეს ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრესთან ახლოს, მაგრამ ამ იდეის აღსრულება ვერ მოხერხდა.

საფრანგეთის შემოჭრა და ოკუპაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე პირველად გამოიყენეს მალტაში საფრანგეთის შეჭრის დროს 1798 წლის ივნისში. ტინიეს ციხესიმაგრე იყო იმ რამდენიმე ციხეთაგანი, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ საფრანგეთისათვის. 10 ივნისს ფრანგებმა შეუტიეს ციხესიმაგრეს, მაგრამ მალტელებმა ისინი წარმატებით მოიგერიეს.[4]

11 ივნისს ფრანგებმა დაბომბეს ციხესიმაგრე. 12 ივნისს მალტის მილიციამ დატოვა ციხე და ციხის გარნიზონი 80 კაცამდე შემცირდა. დღის ბოლოს საბრძოლო მასალა ამოიწურა. ციხესიმაგრე 13 ივნისისთვის უკვე საფრანგეთის ხელში იყო.[5] ფრანგებმა აქ ააშენეს ექვი საარტილერიო განყოფილება.

ტინიეს ციხესიმაგრე 1800 წლის სექტემბერში ბრიტანულმა სამხედროებმა აიღეს და 1805 წელს ციხესიმაგრე მათ გარნიზონი იყო.[6]ფრანგული ოკუპაციის დროს დაზიანებული ნაწილები გარემონტდა, მაგრამ თავიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

1860-იან წლებში ბრიტანელები ციხესიმაგრეს აქტიურად იყენებდნენ.[7] იმ დროისთვის ციხესიმაგრეში განთავსებული 68 ფუნტიანი თოფები. ბრიტანელებმა წრიული საყრდენის პარაპეტი დაანგრიეს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 1870-1875 წლებში. 1880-იან წლებში ბრიტანელებმა ციხის დანგრევა და მის ადგილზე უფრო დიდი სიმაგრის აგება გადაწყვიტეს, მაგრამ აზრი შეიცვალეს და 1888 წელს შეამცირეს გალავნის სიმაღლე. 1890-იან წლებში აშენდა თოფის სადგამები. 1878 და 1886 წლებში აშენდა საარტილერიო განყოფილებები.

ციხესიმაგრე შეიტანეს 1925 წელს სიძველეთა სიაში.[8]

მეორე მსოფლიო ომის დროს ის დაზიანდა საჰაერო დაბომბვის შედეგად.[9]

როდესაც ბრიტანულმა ჯარებმა მალტა დატოვეს 1979 წელს, ციხე მიატოვეს და ავარიულ მდგომარეობაში დატოვეს. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ციხესიმაგრის განახლება. დაანგრიეს ბრიტანული ყაზარმები და მის ნაცვლად აშენდა მაღალსართულიანი ბინები. 2008 წელს აღადგინეს ციხე. ბრიტანელების მიერ განხორციელებული ცვლილებები, როგორიცაა იარაღის სამაგრები, ასევე გარემონტდა.[10] იყო არაერთი წინადადება იმის შესახებ, თუ როგორ გამოეყენებინათ შენობა, მათ შორის იყო კვების ობიექტად, სამხედრო მუზეუმად, საგამოფენო სივრცედ ან სამხატვრო გალერეად გამოყენების იდეა.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Knights' Fortifications around the Harbours of Malta.
  2. Spiteri, Stephen C.. Fort Tigné - 1792 - Part I (26 December 2011). ციტირების თარიღი: 24 June 2015
  3. Fort Tigne - 1792-95. ციტირების თარიღი: 12 July 2014
  4. Caccatori Maltesi (24 June 2009). ციტირების თარიღი: 28 August 2015
  5. Spiteri, Stephen C.. Fort Tigné - 1792, Part III (26 December 2011). ციტირების თარიღი: 24 June 2015
  6. Restoration of Fort Tigné. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 12 July 2014
  7. Spiteri, Stephen C. (May 2008). „Fort St Rocco – The first British flankless fort in Malta“. Arx – Online Journal of Military Architecture and Fortification. Fortress Explorer Society (6): 55–57.
  8. Protection of Antiquities Regulations 21st November, 1932 Government Notice 402 of 1932, as Amended by Government Notices 127 of 1935 and 338 of 1939.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2022.
  9. Spiteri, Stephen C.. Fort Tigné - 1792, Part III (26 December 2011). ციტირების თარიღი: 24 June 2015
  10. „Breathing new life into old forts“. Times of Malta. 31 March 2008. ციტირების თარიღი: 12 July 2014.
  11. Restoration of Fort Tigné. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 12 July 2014