შინაარსზე გადასვლა

ტიერადენტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიერადენტრო
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სამარხები ტიერადენტროში
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და National Monuments of Colombia
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები კოლუმბიის დროშა კოლუმბია | ქვეყნის დროშა2 | name = კოლუმბიის დროშა კოლუმბია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
ნომერი [1]
რეგიონი სამხრეთი ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 743
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 743
ინგლ.რუს.ფრ.

ტიერადენტრო (ესპ. Tierradentro) — ეროვნული არქეოლოგიური პარკი კოლუმბიაში, კაუკის დეპარტამენტის ინსის მუნიციპალიტეტში.

ეს ადგილი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია კოლუმბამდელი ცივილიზაციების ნაკვალევთაგან. აქ ჩატარებულია მრავალი არქეოლოგიური გათხრა, რის საფუძველზეც, კომპლექსი დაყოფილია მრავალ არქეოლოგიურ მონაკვეთად.

აქ გვხვდება სპირალური კიბეები, რომელთაც ჩავყავართ მთავარ ოთახში, ზედაპირიდან 7-8 მეტრით დაბლა. ოთახი შემოფარგლულია სხვა მცირე ოთახებით, სადაც მუმიებია აღმოჩენილი. ოთახების კედლები მოხატულია გეომეტრიული, ანთროპომორფული თუ ზოომორფული ფიგურებით წითელ, თეთრ და შავ ფერებში.

კოლუმბამდელი ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ეს სამარხი, ამ ადგილებში დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის განმავლობაში. ტიერადენტროს არქეოლოგიური კომპლექსი კი უფრო კონკრეტულად VI-IX საუკუნეებს განეკუთვნება.

პარკი ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს როგორც კოლუმბიელ, ისე უცხოელ ტურისტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკისათვის. ძეგლი 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]