ტეოდოზია ბრიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეოდოზია ბრიჟი
უკრ. Теодозія Бриж
დაიბადა 18 თებერვალი, 1929(1929-02-18)
დაბადების ადგილი ბერეჟნიცია, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 4 ივლისი, 1999(1999-07-04) (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლვივი, უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
სფერო ქანდაკება

ტეოდოზია ბრიჟი (დ. 18 თებერვალი, 1929, სოფ. ბერეჟნიცია, ახლანდ. რივნეს ოლქი — გ. 4 ივლისი, 1999, ლვივი) — უკრაინელი მოქანდაკე. ევჰენ ბეზნისკოს მეუღლე. უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირის წევრი (1956). უკრაინის დამსახურებული მხატვარი (1997). დაამთავრა ლვივის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების ინსტიტუტი (1954). 1960 წლიდან მონაწილეობდა საოლქო და რესპუბლიკურ გამოფენებში. პერსონალური გამოფენები გაიმართა 1959, 1986 (ბეზნისკოსთან ერთად), 1999 წლებში (სიკვდილის შემდეგ; ქ. ზოლოჩივი, ბეზნისკოსთან ერთად). ნამუშევრები ინახება ლვივის ეროვნულ მუზეუმში, ლვივის ნახატების გალერეაში. ბრიჟის შემოქმედების პანორამაა: წარსულის გმირი ქალი, გმირობების რომანტიკა, ძმური სიყვარული და მეგობრობა, შემოქმედების მაღალი ინტელექტი და სიმაღლეები; მოწემეობრივი სიკვდილი ფაშისტებისა და ბოლშევიკების ჯურღმულებში; ლესია უკრაინკას „ტყის სიმღერის“ სახეები. შექმნა ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანების სახეები.[1]

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაზგური
  • „დანიელ გალიჩელი — ლვივის დამაარსებელი“ (1954)
  • „თავადის ცოლი ოლღა“ (1961)
  • ირინა ვილდეს პორტრეტი (1964)
  • ციკლები — „სლავური მითოლოგია“ (1960-იანები), „ტყის სიმღერა“ (1960-იანების ბოლო – 1970-იანების დასაწყისი)
მონუმენტური
  • კომპოზიცია „ვარსკვლავოსანი“ პიონერთა ბანაკისთვის „ახალგაზრდა გვარდია“ ოდესაში (1971)
ძეგლები
  • ფაშისტის მსხვერპლთა ძეგლი (ქ. ვოლოდიმირი, 1966–1968, ევჰენ ძინდრასთან ერთად),
  • კომპოზიცია „დანილო და ვასილკო“ (ქ. ვოლოდიმირი, 1987)
  • დანიელ გალიჩელის ძეგლი (ქ. ვოლოდიმირი, 2001)
  • საფლავის ძეგლები ლვივის ლიჩაკივის სასაფლაოზე (ლ. ლევიცკის, ს. კრუშელნიცკის, ი. კრიპიაკევიჩის)
  • ჯვარცმა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელობის სალოცავისთვის (ქ. ზალოჩივი, 1995)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Островський Г. Мистецтво Т. Бриж // Вітчизна. 1967. № 1;
  • Скульптура Феодосії Бриж. Графіка Євгена Безніска: Каталог. Л., 1973.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Овсійчук, В. А.. Бриж Теодозія Марківна uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2004). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2023