შინაარსზე გადასვლა

გეორგ ფილიპ ტელემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტელემანი, გეორგ ფილიპ)
გეორგ ფილიპ ტელემანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 (24) მარტი, 1681[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი მაგდებურგი[1] [10]
გარდ. თარიღი 25 ივნისი, 1767(1767-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [11] [12] [13] [14] [10] [9] (86 წლის)
გარდ. ადგილი ჰამბურგი[1] [10]
დასაფლავებულია ჰამბურგი
ხელმოწერა
გეორგ ფილიპ ტელემანი ვიკისაწყობში

გეორგ ფილიპ ტელემანი (დ. 24 მარტი (ძვ. სტ. 14 მარტი), 1681 — გ. 25 ივნისი, 1767) — ბაროკოს გერმანელი კომპოზიტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. თითქმის სრულად თვითნასწავლი მუსიკაში, გახდა კომპოზიტორი მისი ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ. მაგდებურგში, კლაუსტალ ცელერფელდსა და ჰილდესხაიმში სწავლის შემდეგ ტელემანმა ლაიფციგის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის შესწავლა დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, მან კარიერა მუსიკაზე ააწყო. მნიშვნელოვანი თანამდებობები ჰქონდა ლაიფციგში, სორაუში, ეიზენახსა და ფრანკფურტში, სანამ 1721 წელს ჰამბურგში გადასახლდებოდა, სადაც იგი ქალაქის ხუთი მთავარი ეკლესიის მუსიკალური დირექტორი გახდა. ტელემანის ცხოვრებას კარიერის საუკეთესო პერიოდში თან ახლდა მუდმივი პრობლემები: პირველი მეუღლე დაქორწინებიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა, ხოლო მის მეორე მეუღლეს აზარტული მიდრეკილება ჰქონდა, რის გამოც დიდი ვალი დაგროვდა, სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ.

ტელემანი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილ კომპოზიტორად არის მიჩნეული[15] [16] და მისი თანამედროვეების აზრით, იმ დროის ერთ-ერთი წამყვანი გერმანელი კომპოზიტორია, რომელსაც ხშირად ადარებდნენ მის ორ მეგობარს: იოჰან სებასტიან ბახს, რომელმაც გეორგ ფილიპს შვილი მოანათლინა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს, რომელთანაც ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ტელემანმა მნიშვნელოვანი რაოდენობით დაწერა მუსიკა ორღანისტებისთვის, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით სწავლობდნენ. მის ნამუშევრებში თავმოყრილია 48 საგუნდო პრელუდია და 20 პატარა ფუგა, რომლებიც თან ახლავს 500 საგალობელს. მისი მუსიკა მოიცავს საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ეროვნულ სტილებს. ტელემანის მუსიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან კავშირს გვიანდელ ბაროკოსა და ადრეულ კლასიკურ სტილებს შორის. ჰამბურგში მის პატივსაცემად არსებობს ტელემანის მუზეუმი.

ადრეული ცხოვრება (1681–1712)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ ის სხვა თანამდებობას ეძებდა და 1712 წლის 18 მარტს, 31 წლის ასაკში, ფრანკფურტში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გახდა მუსიკის ხელმძღვანელი და კაპელმეისტერი, ბარფორკირხესსა და წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში. ფრანკფურტში მან სრულად მოიპოვა თავისიი პიროვნული სტილი. აქ, როგორც ლაიფციგში, ის იყო ძლიერი ძალა ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში, ქმნიდა მუსიკას ორი ძირითადი ეკლესიითვის, სამოქალაქო ცერემონიებისთვის, სხვადასხვა ანსამბლებისათვისა და მუსიკოსებისთვის. 1720 წლისთვის მან გადაწყვიტა რომ გამოეყენებინა Da Capo Aria , რომელსაც იყენებდნენ ცნობილი კომპოზიტორები, როგორიცაა დომენიკო სკარლატი. ოპერისტი - ნარცისო. პირველად Da Capo Aria ფრანკფურტში გამოიყენეს 1719 წელს, რომელმაც ნიშანი დაუსვა ტელემანის გამოსვლას.[17]

1714 წლის 28 აგვისტოს, პირველი მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ტელემანმა იქორწინა მეორე მეუღლეზე, მარია კეტრინინა ტექსტორზე, ფრანკფურტის საკრებულოს წარმომადგენლის ქალიშვილზე. მათ საბოლოოდ ცხრა შვილი შეეძინათ. ეს პირადი ბედნიერების წყარო იყო და დაეხმარა მას კომპოზიციების წარმოებაში. ტელემანმა განაგრძო არაჩვეულებრივად ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა, ტელემანის პირველი გამოქვეყნებული ნამუშევრები გამოჩნდა ფრანკფურტის პერიოდში.

ხმამაღალი სიტყვის თქმა სწრაფად მოხდა, რადგან იგი მხურვალე კომპოზიციებით გამოირჩეოდა, როგორიცა verture-suites და chamber music, სამწუხაროდ მისი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი არ არის დაფასებული.[17] ფრანკფურტის პერიოდის უკანასკნელ ნახევარში მან შეადგინა ინოვაციური ნამუშევარი, რომელიც ორჯერ დიდი იყო, ვიდრე მისი Viola Concerto G მაჟორში.[18] ასევე, აქ მან შეასრულა მისი პირველი საგუნდო შედევრი, მისი Brockes Passion, 1716 წელს.

კომპოზიტორი საკმაოდ ამბიციური გახლდათ და მას სურდა უკეთესი თანამდებობა მოეპოვებინა, ამიტომ 1721წელს იგი დაეთანხმა მოწვევას ჰამბურგიდან, რომლის თანახმადაც უნდა დანიშნულიყო კანტორის თანამდებობაზე ლათინურ სკოლაში, და ყოფილიყო ხუთი უდიდესი ეკლესიის მუსიკალური დირექტორი. მალევე ტელემანს შეხვდა ახალი პრობლემა ეკლესიის წევრებისგან. მათი აზრით, მუსიკა, რომელსაც ტელემანი ქმნიდა, გონებას უფანტავდა თავად ტელემანსაც და ხალხსაც. შემდეგ წელს, როდესაც გარდაიცვალა იოჰან კუნაუ ქალაქი ლაიფციგი ეძებდა ახალ მმართველს თომასკანტორის თანამდებობაზე. ტელემანმა სურვილი გამოთქვა ამ პოზიციაზე და დაადასტურეს, მაგრამ მალევე უარი განაცხადა, რადგან ჰამბურგის მთავრობამ შემოსავლის მომატება შესთავაზა. ამის შემდეგ, კიდევ ერთმა კანდიდატმა, კრისტოფერ გრაუპნერმა, უარი განაცხადა ამავე პოზიციაზე და საბოლოოდ თომასკანტორის თანამდებობაზე დაინიშნა იოჰან სებასტიან ბახი.

ტელემანი დაახლოებით 1745 წელს, გეორგ ლიხტენშტეგერის გრავიურა

ტელემანმა ამ პერიოდში რამდენიმეჯერ იმოგზაურა გერმანიის გარეთ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, ჰამბურგის პერიოდში გაემგზავრა პარიზში, სადაც დარჩა 8 თვე, 1737-1738. მან იქ მოისმინა და დიდი შთაბეჭდილება დაუტოვა ოპერამ castor rel pol , რომელიც ეკუთვნოდა ფრანგ კომპოზიტორს ჟან ფილიპ რამოს. ამ პერიოდიდან, მან ფრანგული სტილი შეურია თავის მუსიკალურ ნამუშევრებს. მანამდე იტალიურისა და გერმანული სტილის გავლენის ქვეშ იყო.[19] ტელემანი ჰამბურგში იმყოფებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ამ პერიოდის მისი მუსიკალური შედევრი გახლდათ St Luke Passion, რომელიც შეიქმნა 1728 წელს. მასში კარგად ჩანს ტელემანის მუსიკალური სტილი.

მისი პირველი წლები სავსე იყო ოჯახური პრობლემებით: ცოლის ურწმუნოება და ვალები, რომლებიც აზარტული თამაშებიდან ჰქონდა, საგრძნობლად აღემატებოდა ტელემანის წლიურ შემოსავალს. კომპოზიტორი გაკოტრებას გადაარჩინეს მისმა მეგობრებმა და მრავალრიცხოვანმა წარმატებულმა მუსიკალურმა და პოეტურმა პუბლიკაციებმა, რომლებსაც ტელემანი ქმნიდა 1725-დან 1740წლამდე. 1736 წლისთვის ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა ფინანსური უთანხმოებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ტელემანი ისევ ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს, ის ნაკლებად პროდუქტიული იყო 1740 წლიდან, რადგან 60 წლის ასაკში შეაბიჯა. მან დაიწყო თეორიული სწავლება, გაუჩნდა ჰობი, როგორიცაა მებაღეობა და ეგზოტიკური მცენარეების კულტივირება, იმდროინდელი ჰამბურგისთვის ეს ახირება (მოდა) იყო. 1750 წელს შექმნილი მუსიკის უმეტესი ნაწილი იყო შთაგონებული იყო ძველი ნაშრომებიდან. ტელემანის უფროსი ვაჟი ანდრეასი გარდაიცვალა 1755წელს, ანდრეასის ვაჟი, გეორგ მიხაელ ტელემანი გაზარდა მოხუცმა კომპოზიტორმა. მიუხედავად მისი ჯანმრთელობისა და მხედველობის პრობლემებისა ის მაინც აგრძელებდა კომპოზიტორობას 1760წელს. ტელემანი გარდაიცვალა 25 ივნისის საღამოს, 1767 წელს. იმდროინდელი ჩანაწერებიდან გამომდინარე ის გარდაიცვალა მკერდის ალიმენტის დაავადებით. ჰამბურგში მისი ადგილი დაიკავა მისმა ნათლულმა, იოჰან სებასტიან ბახის მეორე შვილმა, კარლ ფილიპ ემანუელ ბახმა.

მემკვიდრეობა და გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელემანის ნამუშევრები 3000-ზე მეტ კომპოზიციას ითვლის, რომელთაგან ნახევარი დაკარგულია და რომელთა უმეტესი ნაწილი მე-18 საუკუნის შემდეგ არ შესრულებულა. მისი ნამუშევრების ზუსტი რაოდენობა პირველად მუსიკოლოგებმა მხოლოდ 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში შეაფასეს, როდესაც გამოქვეყნდა ვრცელი თემატური კატალოგები. სიცოცხლის განმავლობაში და გამორჩეულად, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ტელემანი ძალიან მოსწონდათ კოლეგებს და კრიტიკოსებს. არაერთი თეორეტიკოსი მის ნამუშევრებს მოდელად იყენებდა. უფრო მეტიც, იმ დროის წამყვანმა კომპოზიტორებმა, იოჰან სებასტიან ბახმა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა, შეიძინეს და შეისწავლეს მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები. იგი ძალზე პოპულარული იყო არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც: ტელემანის მუსიკაზე შეკვეთები კეთდებოდა საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, სკანდინავიური ქვეყნებიდან, შვეიცარიიდან და ესპანეთიდან. XIX საუკუნის დასაწყისში მისი პოპულარობის ზრდა შეწყდა. ლექსიკოგრაფების უმეტესობა თვლიდა, რომ ზედმეტად ბევრ ნაშრომს ქმნიდა, რადგან რაოდენობა უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ხარისხი. ამ შეხედულებებზე გავლენა მოახდინა კრიტიკოსი კრიშტოფ დანიელ ებელინგის ანგარიშმა, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ებელინგი მოხიბლული იყო ტელემანის მუსიკით, მაგრამ მის ნაშრომზე კრიტიკული შენიშვნებიც გააკეთა. ბახის აღორძინების შემდეგ ტელემანის ნამუშევრები შეფასდა, როგორც რანგით ქვემდგომი მუსიკა, რომელსაც არ გააჩნდა ღრმა რელიგიური ფონი.[20]

ნაწილობრივ, ამგვარი შეხედულებები წარმოშვა ბახის ბიოფრაფების, ფილიპ შპიტას და ალბერტ შვაიცერის მოხსენებებმა, რომლებმაც გააკრიტიკეს ტელემანის კანტატები და შეაქეს ნამუშევრები, რომლებიც მათი აზრით, ბახის შემოქმედება იყო, მაგრამ სინამდვილეში, ტელემანს ეკუთვნოდა [20]. ტელემანის კომპოზიციის ბოლო აშკარა შესრულება 1832 წლით თარიღდებოდა, სანამ XX საუკუნეში მისი მუსიკა კვლავ აღორძინდებოდა. ნაშრომების მიმართ ინტერესს იჩენდნენ მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში და ტელემანი განსაკუთრებული პოპულარობით 1950-იან წლებში სარგებლობდა. დღეს მის თითოეულ ნაშრომს, ჩვეულებრივ, მინიჭებული აქვს ნომერი TWV (Telemann Works Catalogue).

ტელემანის მუსიკა გვიანი ბაროკოსა და ადრეული კლასიკური სტილების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. 1710-იანი წლებიდან იგი გახდა ე.წ. გერმანული შერეული სტილის ერთ-ერთი შემქმნელი. ასევე გერმანული, ფრანგული, იტალიური და პოლონორი სტილების მოწინავე კვანძი, დამაკავშირებელი. წლების განმავლობაში, მისი მუსიკა იცვლებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, მაგრამ ის ვერასოდეს შეეწყო ახალშობილი კლასიკური ეპოქის იდეალებს: ტელემანის სტილი დარჩა ჰარმონიულად რთული და უკვე 1751 წელს, ჩანაცვლდა უფრო თანამედროვე და მარტივი მუსიკით. კომპოზიტორებს შორის, რომლებზეც მისმა მუსიკამ გავლენა მოახდინა, არიან იოჰან სებასტიან ბახის შვილები — ვილჰელმ ფრიდემან ბახი და კარლ ფილიპ ემანუელ ბახი, ასევე იოჰან ფრიდრიხ აგრიკოლა, რომელსაც ი. ს. ბახი ასწავლიდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. ტელემანის ხელმძღვანელობით კომპოზიციების წერა ისწავლეს კრიშტოფ გრაუფნერმა, იოჰან დავიდ ჰაინიხენმა და იოჰან გეორგ პიზენდალმა.

მუსიკის ისტორიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტელემანის საგამომცემლო საქმიანობა. საკუთარ ნამუშევრებზე ექსკლუზიური საგამომცემლო უფლებების მოპოვებით, მან ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პრეცედენტი მოახდინა მუსიკის, როგორც კომპოზიტორის ინტელექტუალური საკუთრების ჩამოყალიბებაში.

ნაწარმოებების არასრული სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Телеман Георг Филипп // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 კრუგოსვეტი — 2000.
  3. 3.0 3.1 Bergmann W. G. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  10. 10.0 10.1 10.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  11. Frankfurter Personenlexikon — 2014.
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  14. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. The Guinness Book of World Records 1998, Bantam Books, p. 402. ISBN 0-553-57895-2.
  16. See Phillip Huscher, Program Notes – Telemann Tafelmusik III დაარქივებული 19 February 2009 საიტზე Wayback Machine. , Chicago Symphony Orchestra, 2007.
  17. 17.0 17.1 Baroque Composers and musicians (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2005. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  18. Georg Philipp Telemann – Viola Concerto in G, TWV51:G9. ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  19. Wollny, Peter (1994) Notes on Telemann's St. Matthew Passion. hannsler classic, გვ. 12–15. 
  20. 20.0 20.1 Zohn, GroveOnline.