ტახტიწყაროს ეკლესია
ტახტიწყაროს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ივანოვკა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
ტახტიწყაროს ეკლესია — არტიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ივანოვკაში. აგებულია X-XIV საუკუნეებში.
ტახტიწყაროს ნასოფლარის კიდეში, ძირითადი ბირთვის ჩრდილოეთით, გახსნილ მდელოზე, გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, ბაზალტის უშველებელი ქვებით ნაგები მცირე ზომის ეკლესიაა განთავსებული. მის ეზოში ძველი საფლავის ქვებია. ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ის ძალიან დიდი ზომის, ბაზალტის ქვით კარგად დამუშავებული კვადრებითაა ნაგები. ქვები არასწორი მოხაზულობისაა, ერთმანეთთან მჭიდროდ მიმაგრებული. დუღაბის თხელი ფენა, ჩასხმულია საპირე ქვებს შორის. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კუთხის ქვები ძალიან დიდია და ასეთივე გრანდიოზული არქიტრავის ქვით არის დასრულებული. მის აღმოსავლეთ ნაწილში რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადთან უშველებელი ქვაა, რომლის ცენტრშიც სარკმლის ვიწრო თაღია ამოკვეთილი. ეზოში დიდი ზომის ზეთსახდელი ქვაცაა დაცული.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26429