ტატიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატიანე სირიელი, [1] [2] [3] ან ტატიანე ასური [4] [5] (ლათ. Tatianus; ძვ. ბერძნ. Τατιανός; კლასიკური სირიული ენა ܛܛܝܢܘܣ ) (დ. ახ. წ. 120 – გ. ახ.წ. 180) – ასურელი ქრისტიანი მწერალი და მე-2 საუკუნის თეოლოგი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ცოტა რამ თუ არის ცნობილი. თავის ჰომილეტიკურ ნაშრომში Oratio ad Graecos ტატიანე საკუთარი თავის შესახებ გადმოგვცემს, თავ. XLII (ნიკეამდელი მამები, II. 81–82): რომ იგი დაიბადა „ასურთა მიწაზე“. მეცნიერები თანხმდებიან, რომ იგი გარდაიცვალა ახ. წ. 185 წ., სავარაუდოდ, ადიაბენში.

მან იმოგზაურა რომში, სადაც პირველად ეზიარა ქრისტიანობას. რომში ყოფნის პერიოდში, მისივე ნაწერების თანახმად, წარმართული კულტებისადმი მისმა მიუღებლობამ უბიძგა სხვა რელიგიების გაცნობისაკენ. მან მოგზაურობის დროს მიიღო ქრისტიანობა და იუსტინე მარტვილს დაუმოწაფდა. ამ პერიოდში ქრისტიანი ფილოსოფოსები ბერძენ სოფისტებთან გაცხარებულ კამათში იყვნენ. ირინეოს ლიონელის ცნობით, იუსტინეს მსგავსად, ტატიანმაც გახსნა რომში საკუთარი ქრისტიანული სკოლა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]