ტაპა (კერძი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაპა

ტაპა (ესპანურად: Tapa) ესპანური აპტეიზერი და წასახემსებელია.

ტაპა შეიძლება იყოს ცივი (მაგალითად, ზეთისხილისა და ყველის მიქსი) ან ცხელი (მაგალითად, ჩოპიტოსი, რომელსაცაბლენდერებენ და უმატებენ შემწვარ კალმარს).

ესპანეთის ბარებსა და რესტორნებში და მსოფლიოს გარშემო მსგავსს დაწესებულებებში ტაპა უფრო დახვეწილ კერძად ჩამოყალიბდა. ტაპებისგან შესაძლებელია მთლიანი კერძიც კი შეიქმნას. ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ტაპას სტილის საჭმელები ცნობილია როგორც ბოქას. მექსიკის გარკვეულ ნაწილში მსგავსს კერძს ბოტანას უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი ტაპა წარმოქმნილია ესპანური ზმნიდან ტაპარ (tapar), რაც ქართულად ზემოდან დაფარებას ნიშნავს.[1] თავდაპირველი ტაპები იყო პურის ან ხორცის თხელი ნაჭრები, რომელსაც ანდალუსიის ტავერნებშ შერრიები ჭამდნენ, მანამ სანამ მათი ჭიქები ხელმეორედ აივსებოდა შერრით.[2] ხორცს რომელსაც ტაპაში იყენებდნენ მარილის მაღარი კონცენტრაცია ჰქონდა, რაც მომხმარებელს კიდევ ერთი სასმელის აღებას აიძულებდა. ამ ყველაფრის გამო ანდალუსიაში ძალიან მომატა ალკოჰოლის გაყიდვების რიცხვმა.

ესპანურ ისტორიაში ტაპა ახალი ინგრედიენტებისა და გავლენების ხარჯზე გავითარდა. იბერიის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი რომაელების მიერ იყო დაპყრობილი, რომლებმაც ქვეყანაში ზეთისხილის მოხმარება საკმაოდ გაზარდეს. ქვეყანაში შეიტანეს სარწყავი მეთოდები. ახალი სამყაროს აღმოჩენამ ესპანეთში შემოიტანა პომიდორი, ტკბილი და ცხარე წიწაკა, სიმინდი და კარტოფილი, რომლებიც ესპანეთის კლიმატისთვის შესაფერისი აღმოჩნდა და ხარობდა.

ტაპას ბარი მადრიდში

დადგინდა, რომ ტაპა ესპანეთის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა. მთელ ესპანეთში ტაპას მრავალი შეჯიბრი ტარდება, არსებობს ტაპას ეროვნული შეჯიბრებაც.[3] კონკურსი ყოველწლიურად ნოემბერში ტარდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ჩამოდიან ესპანეთში, რომ იბრძოლონ ტაპას საუკეთესო კონცეფციისთვის.[4]

ესპანური ტაპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთში [5] ვახშამს ჩვეულებრივსამებრ საღამოს ცხრა საათიდან თერთმეტ საათამდე მიირთმევენ. რის გამოც, მნიშვნელოვანი დრო რჩება მუშაობის დასრულებასა და ვახშამს შორის. ამიტომ, ესპანელები ხშირად დადიან "მხტუნავ ბარში" (ესპ. Ir de tapas) და მიირთმევენ ტაპას სამუშაოს დასრულებამდე და ვახშმობამდე. ტაპასთვის გამოყოფილია დრო შაბათ- კვირასაც.

თავდაპირველად ტაპა უფასო კერძი იყო, რომელიც სასმელს მოყვებოდა მისაყოლებლად. ესპანეთში ტაპა ტრადიციულია ანდალუსიაში, მურსიაში, ლეონში, ექსტრემადურასა და სიუდად რეალში.

მსგავსი კერძები სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაპას ბარები და რესტორნები ძალიან ბევრია ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, კანადის, ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან ქალაქებში. ესპანური ტაპასგან განსხვავებით აქაურ ტაპაში გამოყენებულია ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც გარკვეული რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.

მექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაპა სან- სებასტიანში

მექსიკაში ტაპას ბევრი რესტორანი არაა. აქაურ ტაპას ბარის ტიპის დაწესებულება კანტინას ბოტანერასაა ("cantinas botaneras"), რომლებიც სხვა ბიზნეს მოდელით მოქმედებენ. აპეტაიზერები, რომლებსაც აქ ბოტანას უწოდებენ სასმელების შემდეგ მიაქვთ. პოპულარულ სამელებს წარმოადგენს ლუდები, ლიქიორები და სხვადასხვა შერეული სასმელები. რაც უფრო მეტს სვამს სტუმარი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ტაპაზე. მსგავსი სტილის დაწესებულებები არსებობს როგორც მეხიკოში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორიცაა: გვადალაჰარა, ჯალისკო და ხალაპა, ვერაკრუზი.

ფილიპინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინებში ესპანური გავლენა ძალიან დიდია. ქვეყანა 333 წელი იყო ესპანეთის კოლონია, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც ესპანეთის აღმოსავლეთ ინდოეთს. ტაპას სტილის კერძს ჩვეულებრივ მიირთმევენ ლიქიორთან ან ლუდთან ერთად. კერძი ადგილობრივებში ცნობილია როგორც პიკა- პიკა, რაც საშუალო და მაღალი კლასის კერძებს ნიშნავს. ტერმინი ასევე არსებობს ტაგალურ ენაზეც, სადაც მას იყენებენ, როგორც აღებას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Tapas, the Little Dishes of Spain". Living Language. 20 March 2012. Archived from the original on 3 May 2018. Retrieved 2018-05-02.
  2. Rombauer, Irma S., 1877-1962. (2006). Joy of cooking. Becker, Marion Rombauer., Becker, Ethan, 1945-. New York: Scribner. ISBN 0743246268. OCLC 71800771.
  3. "Concurso nacional e internacional de pinchos y tapas ciudad de Velladolid" [[National and international contest of skewers and tapas city of Velladolid] (in Spanish). Archived from the original on 17 May 2014. Retrieved 2019-01-02.
  4. 4th International Culinary Schools Tapas Competition 2012"". Escuela Internacional de Cocina. 25 July 2012. Archived from the original on 2012-07-31. Retrieved 2012-08-09.
  5. Rogers, J. (2000, February 23). Tapas reigning beyond Spain / take your pick. The Daily Telegraph, features f01.Retrieved September 17, 2008, from LexisNexis Academic database