შინაარსზე გადასვლა

ტაპასი (კერძი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაპა

ტაპასი (ესპანურად: Tapa) ესპანური აპტაიზერი და წასახემსებელი.

ტაპასი შეიძლება იყოს ცივი (მაგალითად, ზეთისხილისა და ყველის მიქსი) ან ცხელი (მაგალითად, ჩოპიტოსი, რომელსაც აბლენდერებენ და უმატებენ შემწვარ კალმარს).

ესპანეთის ბარებსა და რესტორნებში და მსოფლიოს გარშემო მსგავსს დაწესებულებებში ტაპასი უფრო დახვეწილ კერძად ჩამოყალიბდა. მცირე ზომის ტაპასებისაგან შესაძლებელია მთლიანი კერძიც კი შეიქმნას. ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ტაპასის სტილის საჭმელები ცნობილია როგორც ბოქა. მექსიკის გარკვეულ ნაწილში მსგავსს კერძს ბოტანას უწოდებენ.

ტერმინი ტაპასი წარმოქმნილია ესპანური ზმნიდან ტაპარ (tapar), რაც ქართულად ზემოდან დაფარებას ნიშნავს.[1] თავდაპირველი ტაპები იყო პურის ან ხორცის თხელი ნაჭრები, რომელსაც ანდალუსიის ტავერნებშ შერრიები ჭამდნენ, მანამ სანამ მათი ჭიქები ხელმეორედ აივსებოდა შერრით.[2] ხორცს რომელსაც ტაპასში იყენებდნენ მარილის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდა, რაც მომხმარებელს კიდევ ერთი სასმელის აღებას აიძულებდა. ამ ყველაფრის გამო ანდალუსიაში ძალიან მომატა ალკოჰოლის გაყიდვების რიცხვმა.

ესპანურ ისტორიაში ტაპასი ახალი ინგრედიენტებისა და გავლენების ხარჯზე გავითარდა. იბერიის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი რომაელების მიერ იყო დაპყრობილი, რომლებმაც ქვეყანაში ზეთისხილის მოხმარება საკმაოდ გაზარდეს. ქვეყანაში შეიტანეს სარწყავი მეთოდები. ახალი სამყაროს აღმოჩენამ ესპანეთში შემოიტანა პომიდორი, ტკბილი და ცხარე წიწაკა, სიმინდი და კარტოფილი, რომლებიც ესპანეთის კლიმატისთვის შესაფერისი აღმოჩნდა და ხარობდა.

ტაპასის ბარი მადრიდში

დადგინდა, რომ ტაპასი ესპანეთის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა. მთელ ესპანეთში ტაპასის მრავალი შეჯიბრი ტარდება, არსებობს ტაპასის ეროვნული შეჯიბრებაც.[3] კონკურსი ყოველწლიურად ნოემბერში ტარდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ჩამოდიან ესპანეთში, რომ იბრძოლონ ტაპასის საუკეთესო კონცეფციისთვის.[4]

ესპანეთში ვახშამს ჩვეულებრივსამებრ საღამოს ცხრა საათიდან თერთმეტ საათამდე მიირთმევენ. რის გამოც, მნიშვნელოვანი დრო რჩება მუშაობის დასრულებასა და ვახშამს შორის. ამიტომ, ესპანელები ხშირად დადიან „მხტუნავ ბარში“ (ესპ. Ir de tapas) და მიირთმევენ ტაპასს სამუშაოს დასრულებამდე და ვახშმობამდე. ტაპასისთვის ესპანელები გამოყოფენ დროს შაბათ-კვირასაც.

თავდაპირველად ტაპასი უფასო კერძი იყო, რომელიც სასმელს მოყვებოდა მისაყოლებლად. ესპანეთში ტაპასი ტრადიციულია ანდალუსიაში, მურსიაში, ლეონის პროვინციაში, ესტრემადურასა და სიუდად-რეალში.

მსგავსი კერძები სხვა ქვეყნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაპასის ბარები და რესტორნები ძალიან ბევრია ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, კანადის, ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან ქალაქებში. ესპანური ტაპასისგან განსხვავებით აქაურ ტაპასში გამოყენებულია ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც გარკვეული რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.

ტაპა სან- სებასტიანში

მექსიკაში ტაპასის ბევრი რესტორანი არაა. აქაურ ტაპასის ბარის ტიპის დაწესებულება კანტინას ბოტანერასაა ("cantinas botaneras"), რომლებიც სხვა ბიზნეს მოდელით მოქმედებენ. აპეტაიზერები, რომლებსაც აქ ბოტანას უწოდებენ სასმელების შემდეგ მიაქვთ. პოპულარულ სამელებს წარმოადგენს ლუდები, ლიქიორები და სხვადასხვა შერეული სასმელები. რაც უფრო მეტს სვამს სტუმარი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ტაპასზე. მსგავსი სტილის დაწესებულებები არსებობს როგორც მეხიკოში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორიცაა: გვადალაჰარა, ჯალისკო და ხალაპა, ვერაკრუზი.

ფილიპინებში ესპანური გავლენა ძალიან დიდია. ქვეყანა 333 წელი იყო ესპანეთის კოლონია, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც ესპანეთის აღმოსავლეთ ინდოეთს. ტაპასს სტილის კერძს ჩვეულებრივ მიირთმევენ ლიქიორთან ან ლუდთან ერთად. კერძი ადგილობრივებში ცნობილია როგორც პიკა- პიკა, რაც საშუალო და მაღალი კლასის კერძებს ნიშნავს. ტერმინი ასევე არსებობს ტაგალურ ენაზეც, სადაც მას იყენებენ, როგორც აღებას.

  1. "Tapas, the Little Dishes of Spain". Living Language. 20 March 2012. Archived from the original on 3 May 2018. Retrieved 2018-05-02.
  2. Rombauer, Irma S., 1877-1962. (2006). Joy of cooking. Becker, Marion Rombauer., Becker, Ethan, 1945-. New York: Scribner. ISBN 0743246268. OCLC 71800771.
  3. "Concurso nacional e internacional de pinchos y tapas ciudad de Velladolid" [[National and international contest of skewers and tapas city of Velladolid] (in Spanish). Archived from the original on 17 May 2014. Retrieved 2019-01-02.
  4. 4th International Culinary Schools Tapas Competition 2012"". Escuela Internacional de Cocina. 25 July 2012. Archived from the original on 2012-07-31. Retrieved 2012-08-09.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაპასი_(კერძი)“-დან