შინაარსზე გადასვლა

ტაბირუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაბირუ
იეროგლიფებში
tAbirii

ტაბირუ — XXV დინასტიის, კუშის სამეფოს დედოფალი, ფარაონ ალარას და მისი ცოლის კასაგას ქალიშვილი, ფარაონ პიანხის ცოლი. მისი ოფიციალური ტიტული იყო: ფარაონის მთავარი ცოლი, მისი არამიწიერი უდიდებულესობა. ამ მთავარი ტიტულების გარდა ტაბირუ მოიხსენიება, როგორც დედოფალი, პრინცისა და მეფის და.

შესაძლოა ტიბირუ დაკრძალულია ელ-კურუში K.53. მისი საფლავის ქვა ნაპოვნია სასაფლაოზე კ.53, მოიხსენიებს ტიბირუს, როგორც ფარაონ ალარას ქალიშვილად და ფარაონ პიანხის მეუღლედ. ეს ქვა შემონახულია ხართუმის მუზეუმში. ჯორჯ რეისნერმა თავდაპირველად შეცდომით გადათარგმნა მისი ტიტული, როგორც „დედოფალი ტემეხუდან ( დასავლეთ ლიბია). ეს შეცდომა იყო გამოსწორებული დ. მ. დიქსონის ნამუშევარში.

დედოფალ ტიბირუს ცნობილი ცისფერი ქანდაკება გამოფენილია კაიროში არქეოლოგ ფლინდერს პიტრის მუზეუმში. მუზეუმი ითვლება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნაწილად.

  • Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3, p.234-240
  • Grajetski, Ancient Egyptian Queens: a hieroglyphic dictionary, Golden House Publications