სხვილოსელნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვილოსელნიქართლის დიდ ფეოდალთა საგვარეულო X საუკუნეში, სხვილოსის მფლობელები. ქართლის სხვა აზნაურებთან ერთად იბრძოდნენ აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფის გაბატონების წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მიზნით დარჩი და ივანე სხვილოსელნი კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს მიემხრნენ აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922—957) წინაარმდეგ ბრძოლაში. მათი და ქართლ-კახეთის სხვა აზნაურების დახმარებით კვირიკემ კვლავ დაიბრუნა გიორგი II-ის მიერ წართმეულიი კახეთი. X საუკუნის შემდეგ სხვილოსელთა საგვარეულო წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]