სურსათი
იერსახე
სურსათი (თურქ.) — ლაშქრის შესანახავი ხარჯი. ფეოდალური ვალდებულება აზერბაიჯანში, სომხეთში, შუა აზიასა და საქართველოში (XVII—XIX საუკუნეების დასაწყისი). ამ პერიოდის წყაროებიში სურსათი გვხვდება ორგვარი მნიშვნელობით:
- რაითების მიერ სასმელ–საჭმლისა და ფურაჟის მიწოდება საერთოდ ჯარის მთავარი ძალებისათვის საჭიროების მიხედვით;
- მალო ჯეჰათის ნაწილი, რომელიც აიღებოდა მარცვლეულით და განკუთვნილი იყო დივანისათვის (შირვანის სახანოში). ბუხარის სახანოში სურსათი ნიშნავდა საერთოდ ჯამაგირს სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებისათვის. იგი მოიცავდა სურსათ–სანოვაგეს, ფურაჟს და ფულს. სურსათი „ოსმალობა“ –„ყიზილბაშობის“ დროს ჩნდება ქართლში (XVIII საუკუნის 20–30–იანი წლები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
- ქართულ–სპარსული ისტორიული საბუთები. ტექსტი დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუტკარაძენს, თბ., 1955;
- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 613.