სუნჯონგი (კორეის იმპერატორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუნჯონგი (დ. 25 მარტი, 1874 — გ. 25 აპრილი, 1926) — კორეის იმპერიის მეორე და უკანასკნელი იმპერატორი. იგი იყო იმპერატორ კოჯონის მეოთხე ვაჟი. ორი წლის ასაკში უკვე გამოცხადებული იყო სამეფო პრინცად, ანუ მომავალ იმპერატორად. კორეის იმპერიის დაარსების შემდეგ 1897, იმპერატორი გოჯონგი იაპონიის იმპერია იძულებული გახადა გადამდგარიყო, რის შემდეგაც სუნჯონგმა შექმნა კორეის იმპერია. სუნჯონგის მმართველობა კორეაში, თანდათანობით იზღუდებოდა იაპონიის მიერ. მართალია იგი 1907 წელს გამოცხადდა კორეის იმპერატორად, მაგრამ იაპონიამ იმავე წელს აიძულა სუნჯონგს ხელი მოეწერა იაპონია-კორეის ხელშეკრულებაზე. ამ ხელშეკრულებით იაპონია ერეოდა კორეის მმართველობასა და ადმინისტრაციულ რეფორმებში. იაპონიის ზედამხედველობის ქვეშ, კორეის არმია გათავისუფლდა საჯარო ფინანსების რეგლამენტის არქონის გამო. 1909 წელს იაპონიამ განახორციელა იაპონია-კორეის პროტოკოლი რითაც მოიხსნა კორეის სასამართლო ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობდა ქაღალდი იაპონია-კორეის ხელშეკრულებისა, სუნჯონგმა მოახერხა და ბოლო მოუღო იაპონიის ძალაუფლებას კორეაში. კორეის ტახტზე სხვა იმპერატორის ასვლის შემდეგ, ყოფილი იმპერატორი სუნჯონგი და მისი მეუღლე, მთელი დანარჩენი ცხოვრება იმყოფებოდნენ ჩანკდეოკუნგის სასახლეში, რომელიც პირობებით არ განსხვავდებოდა ციხისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bruce Cummings: Korea's Place in the Sun. A Modern History. Updated Edition. W.W. Norton & Company, New York/ London 2005, ISBN 0-393-04011-9.