სულეიმან-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სულეიმან ფაშა)
Jump to navigation Jump to search

სულეიმანი (ჯაყელი) (გ. 17 თებერვალი, 1791) — ახალციხის ფაშა 17671769 და 17701791. 1768 მარტიდან 1769 ივნისამდე იმერეთის საქმეებსაც განაგებდა. 1769 წლის ივნისის ბოლოს სულეიმანი ფაშობიდან გადააყენეს. 1770 წელს ისევ დაინიშნა. აღადგინა ნორმალური ურთიერთობა იმერეთთან. ვერ ურიგდებოდა ერეკლე II-ის პრეტენზიებს სამცხე-საათაბაგოზე. 1783 გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ სათავეში ჩაუდგა კავკასიელ მაჰმადიანთა კოალიციურ ლაშქრობას საქართველოზე. ხელს უწყობდა ტყვეებით ვაჭრობას. 1783 წელს არზრუმის სერასკერობა მიენიჭა. თანახმა იყო შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, თუ ფაშობას შეუნარჩუნებდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]