სულეიმან აბუ ლაილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სულეიმან აბუ ლაილი („ღამის მამა“) (დ. 1694 — გ. 1762) — ერაყის მამლუქი გამგებელი, ქართველი.

12 წლის წაიყვანეს უცხოეთში და ერაყის გამგებელს, ჰასან-ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიის (ფაშას მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 ადანის გამგებლად გადაიყვანეს, იქიდან, ერთი წლის შემდეგ, ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს, ხოლო 1749 ერაყის გამგებელი გახდა. სულეიმანის ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლის ხანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]