შინაარსზე გადასვლა

სუკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუკურის კულტურული ლანდშაფტი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და Declared National Monument
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ნიგერიის დროშა ნიგერია | ქვეყნის დროშა2 | name = ნიგერიის დროშა ნიგერია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v, vi
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 938
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 938
ინგლ.რუს.ფრ.

სუკურის კულტურული ლანდშაფტი მდებარეობს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მიიჩნევა კულტურული ლანდშაფტის თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც გამოირჩევა თავის ჰიდის სასახლეებით, დატერასებული მინდვრებითა და სოფლებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე უცვლელი დარჩა.

სუკურში შეღწევადობა თითქმის შეუძლებელია და შესაბამისად ტურიზმი შეზღუდულია. 1999 წლიდან ლანდშაფტი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ფერმერები დღემდე განაგრძობენ ტერასებზე ფეტვისა და სხვა მარცვლეულების მოყვანას. ტერასები ასევე გამოიყენება რიტუალებისთვის, აქ განლაგებულია ტაძრები და სამარხები. მჭედლები დღემდე იყენებენ ტრადიციულ სამჭედლოებს, რათა გორაკებიდან უხვად მოპოვებული რკინისგან სხვადასხვა იარაღი დაამზადონ. სოფლის მეფე - ჰიდი, განსჯის დავებს და იღებს გადაწყვეტილებებს მთელი საზოგადოებისთვის. დიდია მისი სპირიტუალური როლიც - ის წინაპართა ყველა რელიგიური კულტისა და დღესასწაულის თავში დგას.

სოფლეში დგას ერთი ბაობაბის ხე, რომელთან მიახლოებასაც ადგილობრივები ტურისტებს არ ურჩევენ, რადგან მათი თქმით შემხები ჰერმაფროდიტად გადაიქცევა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]