სტარობილსკის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტარობილსკის ბრძოლა
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 25 თებერვალი – 2 მარტი, 2022 (5 დღე)
მდებარეობა სტარობილსკი, ლუჰანსკის ოლქი, უკრაინა
შედეგი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის დროშა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა
უკრაინის დროშა უკრაინა
დანაკარგები
უცნობია უცნობია
სტარობილსკის ბრძოლა ვიკისაწყობში

სტარობილსკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 25 თებერვალს დაიწყო. წარმოადგენს უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს.

სტარობილსკი/სტარობელსკი (უკრ. Старобільськ, რუს. Старобельск) — ქალაქი ლუჰანსკთან ახლოს, ლუჰანსკის ოლქში, უკრაინა . წარმოადგენს სტარობილსკის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდინარე აიდარი ქალაქის ცენტრს დასავლეთიდან ჩამოუდის და ბუნებრივ წინაღობას ქმნის.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თებერვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტარობილსკის მახლობლად პირველი შეტაკებები დაფიქსირდა 2022 წლის 24 თებერვალს.[1] რუსული ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ქვეითი ჯარი თავს დაესხნენ უკრაინის ჯარებს.[2]

25 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კოლონა, რომელიც ემზადებოდა მდინარე აიდარზე გადასასვლელად.[3] რუსეთის არმიამ გაარღვია უკრაინის საზღვარი და ცდილობდა უკნიდან შემოევლო ქალაქისთვის, დარტყმა მიეტენებინა და გაერღვია უკრაინის ჯარების თავდაცვის ხაზი. შედეგად, ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.[4]

26 თებერვალს ბრძოლები ქალაქის გარეუბანში გაგრძელდა.[5] სტარობილსკი ძლიერ დაზიანდა რუსული საარტილერიო ცეცხლით. ამის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.[6][7]

27 თებერვალს რუსებმა შულჰინკაში დიდ ჯგუფს მოუყარეს თავი და სტარობილსკის მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა.[8]

28 თებერვალს ქალაქის აღების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ, რის შედეგადაც ადგილობრივებმა ოკუპანტები განდევნეს.[9]

მარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 მარტს ქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი.[10]

60-ზე მეტი მანქანისგან შემდგარი დიდი რუსული კოლონა სტარობილსკში 2 მარტს შევიდა, მაგრამ ადგილობრივების პროტესტმა მათი წინსვლა შეაჩერა.[11]

3 მარტს რუსი სამხედროები ქალაქში ხელახლა შევიდნენ.[12]

6 მარტს ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა სტარობილსკი აიღეს.[13] სტარობილსკის მოსახლეობა ოკუპაციის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა. მათ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დროშა ჩამოხსნეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ადგილობრივების თქმით, პროუკრაინული აქციის დროს ოკუპანტებმა ხალხის დაშინება სცადეს და ცეცხლი გაუხსნეს. ცენტრალურ რაიონებში ოკუპანტები ადგილობრივ მცხოვრებთა პასპორტებსა და ტელეფონის ნომრებს ამოწმებდნენ. ბანკომატები ქალაქში არ მუშაობდა. პირველი რაც გააკეთეს დამპყრობლებმა გააკეთეს — ყველა შენობიდან უკრაინის დროშები ჩამოხსნეს.[14][15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ukrainian soldiers give worthy rebuff to Russia on outskirts of Starobilsk (Luhansk region) – JFO“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  2. „Під Старобільськом тривають бої – ООС“. Радіо Свобода (უკრაინული). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „Війна в Україні: біля Старобільська українські військові розбили колону ворожої техніки“. Gazeta.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „Бої за Старобільськ: українська артилерія розбила колону російської техніки — ІА «Вчасно»“. ІА «Вчасно» (უკრაინული). 2022-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  5. „Харків, Суми, Охтирка та Старобільськ - під контролем України“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  6. „A view shows destroyed buildings after shelling in the town of Starobilsk in the Luhansk region“. Denver Gazette (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. Sabes, Adam (25 თებერვალი, 2022). „Ukrainian town shows significant damage after shelling“. Fox News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „Колона російських окупантів йде на Старобільськ – новини Сіверськодонецька“. www.depo.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  9. „Надтяжкий день: На Луганщині окупанти з новими силами вдарили по людям – новини Сіверськодонецька“. www.depo.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  10. „На Луганщині проблеми зі зв’язком, інтернетом та забезпеченням газо- і водопостачання“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  11. „Російські танки зайшли у Старобільськ, їх зупиняють місцеві жителі“. Suspilne (უკრაინული). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Голова Старобільської тергромади: У місті військові, стоїть техніка з Z“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  13. „Щоб не було прориву: ЗСУ вирівняли лінію фронту на Луганщині“. ТВ 24 (უკრაინული). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. Рагуцька, Лілія (2022-03-06). „На Луганщині люди вийшли на мітинг та замінили прапор ЛНР на український: окупанти відкрили стрілянину“. OBOZREVATEL NEWS (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-06.
  15. „Жителі тимчасово окупованого Старобільська спалили прапор «ЛНР» та повернули український стяг — ІА «Вчасно»“. ІА «Вчасно» (უკრაინული). 2022-03-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 2022-03-06.