სროლა კრაისტჩერჩის მეჩეთებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სროლა კრაისტჩერჩის მეჩეთებში

ალ-ნურის მეჩეთი, 2006
კოორდინატები 43°31′58″ ს. გ. 172°36′42″ ა. გ. / 43.53278° ს. გ. 172.61167° ა. გ. / -43.53278; 172.61167
თარიღი 15 მარტი, 2019
13:40 (UTC+12:00)
სამიზნე მუსლიმები
თავდასხმის ტიპი
ტერორისტული აქტი, მასობრივი მკვლელობა
დაღუპულები

50

  • 42 ალ-ნურის მეჩეთში
  • 7 ლინვუდის ისლამურ ცენტრში
  • 1 მოგვიანებით კრაისტჩერჩის ჰოსპიტალში
არასასიკვდილო დაზიანებები
50
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
4

სროლა კრაისტჩერჩის მეჩეთებშიტერორისტული აქტი, რა დროსაც ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს ახალი ზელადნიის ქალაქ კრაისტჩერჩის ალ-ნურის მეჩეთსა და ლინვუდის ისლამურ ცენტრზე, 2019 წლის 15 მარტს.[1]

დაიღუპა 50 და დაიჭრა ასევე 50 ადამიანი.[2][3] 1997 წლის შემდეგ უდიდესი თავდასხმა იყო ახალ ზელანდიაში. ხელისუფლებამ იგი ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 კაცი და 1 ქალი.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს თავის ქმედებებს და ტერორისტულ აქტად მოიხსენიებს მას. იგი თავდასხმის მომენტს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით აქვენებდა.

ბრუტანულმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ტერორისტის იარაღის მჭიდებზე დატანილია ქართული წარწერები: „დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართა:

ვიკიციტატა
„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 40 человек погибли в результате массовой стрельбы в Новой Зеландии
  2. „Police with the latest information on the mosque shootings“. Radio New Zealand. 17 March 2019. ციტირების თარიღი: 17 March 2019.
  3. „Christchurch shooting death toll rises to 50 after unaccounted victim is discovered at mosque“. ABC News. 17 March 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 17 March 2019.