სპორტი იაპონიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სპორტი იაპონიაში იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვეყანაში პოპულარულია როგორც ტრადიციული, (სუმო და საბრძოლო ხელოვნებები) ისე დასავლეთიდან შემოსული (ბეისბოლი და ფეხბურთი) სპორტის სახეობები.

ქვეყნის ეროვნულ სპორტად მიჩნეულია სუმო. ქვეყანას კალათბურთი ამერიკელებმა, XIX საუკუნეში გააცნეს. სატელევიზიო რეიტინგისა და მაყურებლის გათვალისწინებით, ქვეყნის უდიდესი პროფესიონალური სპორტული ლიგაა ნიპონის პროფესიონალური ბეისბოლის ლიგა. ქვეყანაში აგრეთვე გავრცელებულია საბრძოლო ხელოვნების შემდეგი სახეობები: ძიუდო, კარატე და თანამედროვე კენდო. ქვეყანაში ფეხბურთმა განსაკუთრებული პოპულარობა 1992 წელს იაპონიის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის დაარსების დღიდან მოიპოვა. სხვა პოპულარული სპორტის სახეობებია: ფიგურული სრიალი, რაგბი, გოლფი, რბოლა, განსაკუთრებით კი ავტორბოლა.

პოპულარული სპორტის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში ბევრი პოპულარული სპორტის სახეობაა უცხოეთიდან შემოსული. ძნელია იპოვოთ სპორტი, რომელსაც იაპონიაში არ თამაშობენ. იმპორტირებული სპორტის ელემენტებით მათ რამდენიმე ახალი სპორტის სახეობაც კი შექმნეს.

ბეისბოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის ბეისბოლის ეროვნული ნაკრები მათი მწვრთნელის ირგვლივ 2006 წლის ინტერკონტინენტულ თასზე კუბასთან დამარცხების შემდეგ

ბეისბოლი ისტორიულად , ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. იაპონიაში სპორტის ეს სახეობა 1872 წელს ჰორაც ვილსონმა დანერგა (იგი ტოკიოში, კაისეის სკოლაში ასწავლიდა). პირველი ბეისბოლის გუნდი დაარსდა 1878 წელს და სახელად ეწოდა „Shimbashi Athletic Club“. მას შემდეგ იგი პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს. იაპონურად ითქმის როგორც 野球 (やきゅう; yakyū).

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიაში ფეხბურთი ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა. იაპონური ფეხბურთის მმართველი ორგანოა იაპონიის ფეხბურთის ასოციაცია (JFA). აღნიშნული ორგანიზაცია მართავს ქალთა, კაცთა და ფუტსალის ეროვნულ ნაკრებებს.

ფეხბურთი იაპონიაში მეიძის ეპოქაში, ო-იატოი გაიკოკუჯინმა შემოიტანა და გაავრცელა. იაპონიის პირველ საფეხბურთო კლუბად მიიჩნევა 1917 წელს დაარსებული ტოკიო შუკუ-დანი, რომელიც ამჟამად ტოკიოს პრეფექტურ სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს.

1920-იან წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბდა საფეხბურთო ასოციაციები, რეგიონალური ტურნირები უნივერსიტეტებსა და სკოლებში (განსაკუთრებით ტოკიოში). 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა იაპონიის ეროვნული საფეხბურთ ნაკრები. ნაკრებმა ჩინეთის წინააღმდეგ მატჩის ანგარიშით 3:3 დასრულებით, მოიგო მათი პირველი ტიტული შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატის თამაშებში. იაპონიის ეროვნული ნაკრები აგრეთე ასპარეზობდა 1936 წელს ბერლინში გამართლ ოლიმპიადაში, სადაც გუნდმა საკუთარი ოლიმპიურ თამაშებში პირველი გამარჯვება, შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოიპოვეს (3:2).

იაპონიის ეროვნული საფეხბურთ ნაკრები საერთაშორისო დონეზე ძალიან წარმატებულია: აზპარეზობდა 1998, 2002, 2006, 2010, 2014 და 2018 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებში. მათ საუკეთესო შედეგი 2002, 2010 და 2018 წლების ჩემპიონატებში, მეორე რაუნდში გასვლაა. იაპონიის ეროვნული ნაკრები აგრეთე ასპარეზობდა ექვს AFC აზიის თასში; გუნდმა ჩემპიონობა 1992, 2000, 2004 და 2011 წლებში გამართულ ჩემპიონატებში მოიპოვა. გუნდის უმაღლესი რეიტინგი მსოფლიოში 1998 წლის თებერვალში დაფიქსირდა (მე-9 ადგილი). იაპონია ასპარეზობს ბევრ სხვა საფეხბურთო ღონისძიებაში, მათ შორისაა: კონფედერაციების თასი, აღმოსავლეთ აზიის საფეხბურთო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]