შინაარსზე გადასვლა

სპონტანური გამოსხივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპონტანური გამოსხივება, თავისთავადი გამოსხივებაელექტრომაგნიტური გამოსხივების თავისთავადი ამოფრქვევა ენერგიის აგზნებულ დონეებზე მყოფი ატომების ან სხვა კვანტური სისტემების მიერ. ინდუცირებული გამოსხივებისაგან განსხვავებით, სპონტანური გამოსხივება არ არის დამოკიდებული კვანტურ სისტემაზე გარე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედებაზე და მის კანონზმიერებებს განსაზღვრავს მხოლოდ თვით სისტემის თვისებები სხვა ტიპის სპონტანური გარდაქმნების (მაგალითად რადიოაქტიური დაშლა, მოლეკულების გარდაქმნა მონომოლეკულური რეაქციების დროს) მსგავსად.