სპლიტის კრებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალაქ სპლიტში, შუა საუკუნეების დროს, გაიმართა რამდენიმე საეკლესიო კრება, რომელთა გადაწყვეტილებებს უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა ადრეული ხორვატიის სამეფოს მთელს ტერიტორიაზე.

მას შემდეგ, რაც 920 წლიდან ბიზანტიის იმპერია შესამჩნევად დასუსტდა, იმპერატორმა რომანოზ I-მა დალმაციის მმართველობა მეფე ტომისლავს გადააბარა. მეფე ტომისლავს ეს იმ მიზნით სჭირდებოდა, რომ ხორვატიისა და დალმაციის საეკლესიო ხელისუფლებები შეეკავშირებინა, რათა დალმაცია მარტივად შეეყვანა სამეფოს შემადგენლობაში. ძალაუფლების გადაცემას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ დალმაციის ბიზანტიელი მმართველი არ იყო მოხსენიებული კრების ოფიციალურ დოკუმენტებში.

925 წელს გამართული კრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საეკლესიო კრება სპლიტში, სელესტინ მედოვიჩი.

925 წელს იოანე X სპლიტის პირველი საეკლესიო კრება მოიწვია. ამ კრების მთავარი ამოცანა იყო ეკლესტიკური სამართლის საკითხების გადაწყვეტა ხორვატიის სამეფოში და სლავური ენისა და გლაგოლიცური ანბანის ამოღება ლიტურგიიდან.[1][2]

კრების სესიის დაწყებამდე, პაპმა ორი თავისი წარმომადგენელი (ანკონის ეპისკოპოსი ჯონი და პალესტინის ეპისკოპოსი ლეონი) გააგზავნა იმისთვის, რათა მოსაწვევი გადაეცა სლავი მმართველების, სპლიტის მთავარეპისკოპოსისა და დალმაციის ეპისკოპოსებისთვის.[3]

კრების სესიის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ ხორვატიის მეფე ტომისლავი, მთავარი მიქაელ ზაჰუმლეელი და სხვა უსახელო ხორვატი და სერბი ან დალმაციელი დიდგვაროვნები (Croatorum atque Serborum/Urborum proceribus[4]), სხვადასხვა ეკლესტიკური ორგანიზაციული და დისციპლინური საკითხები განიხილეს და 15 გადაწყვეტილება გამოიტანეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხორვატიისა და სერბეთის ახლადშექმნილი ეკლესტიკური პროვინციების წარმომადგენლობა იყო: მიტროპოლიტობის მსურველები იყვნენ სპლიტის მთავარეპისკოპოსი ჯონი, როგორც პეტრე მოციქულის სავარაუდო მოწაფის, წმ. დომნიუსის მიერ დაარსებული სალონას ეკლესიის მემკვიდრე, ასევე, ზადარის ეპისკოპოსი ფორმინი, როგორც დალმაციის დედაქალაქ ზადარის წარმომადგენელი და ნინის ეპისკოპოსი გრეგორი, რომელსაც ტერიტორიულად ყველაზე დიდი ეპარქია ექვემდებარებოდა. კრების გადაწყვეტილებიდან, მუხლი 1 ასკვნიდა, რომ „ახლადდაარსებული ეკლესტიკური პროვინციის წარმომადგენლის უფლება მიენიჭებოდა იმ ეკლესიასა და ქალაქს, სადაც წმ. დომნიუსის ძვლები განისვენებდა“, ე.ი. სპლიტის მთავარეპისკოპოსი ჯონი.

გარდა ამისა, მუხლები 2, 3, 8 და 9 ცხადჰყოფს, რომ დელეგატები შეთანხმდნენ საზღვრების საკითხზე ცალკეულ ეპარქიებს შორის და, ასევე, საეკლესიო ქონების რეგულირების საკითხებზე (მუხლი 4 და 5). მუხლი 14 ადგენს, რომ ქრისტიანულ ქორწინებასა და სასულიერო პირების განათლებას შორის კავშირი განუყოფელია, ხოლო მუხლი 15 არეგულირებს სასულიერო ქორწინებას საკითხს. სერიოზული დანაშაულების შემთხვევაში სასჯელი, როგორიცაა ხელმძღვანელის, მღვდლის, მმართველის მკვლელობა, მოცემულია მე-6, მე-7 და მე-13 მუხლებში. მუხლი 11 განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ ნინის ეპისკოპოსი არის ქალაქ სპლიტის ქორეპისკოპოსი. მუხლი 10 კრძალავს იმ მღვდლების რეკლამირებასა და ხელდასხმას, რომლებმაც არ იციან ლათინური ენა. გამონაკლისს წარმოადგენს ადგილი, სადაც მღვდლები არ მოღვაწეობენ. ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო გლაგოლიცელი მღვდლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას ემსახურებოდნენ სლავურ ენაზე, რადგან რომის პაპი ამას ვერ იგებდა. შესაბამისად, მას ეშინოდა, რომ ამ მღდვლებს, შესაძლოა, დაეწყოთ ერეტიკოსობა.[5]

928 წელს გამართული კრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპლიტის მეორე საეკლესიო კრება მოიწვიეს იმის გამო, რომ ნინის ეპისკოპოსმა გრეგორმა მიმართა პაპს, რადგან ფიქრობდა, რომ პირველ კრებაზე გარკვეული დარღვევები გამოვლინდა. სახელდობრ, გრეგორიმ იფიქრა, რომ სპლიტის მთავარეპისკოპოსი დაინიშნა მიტროპოლიტის პოზიციაზე, რეპუტაციის, სიმდიდრის და რომში მისი კავშირები გამო, და არა იმიტომ, რომ იგი უკეთესი კანდიდატი იყო. 928 წელს მოიწვიეს მეორე კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პაპის წარმომადგენელი ეპისკოპოსი მადალბერტა. კრებამ დაამტკიცა პირველი კრების მიერ გაკეთებული გადაწყვეტილებები. კრებაზე მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნინის ეპარქიის გაუქმება იყო, „რადგან მას არ ჰქონდა ანტიკური ტრადიცია“. ეპისკოპოს გრეგორის კრებამ შესთავაზა სამიდან ერთი ეპარქიის არჩევა. მოგვიანებით, მან დაიკავა სკრადინის ეპარქია, როგორც ეს პაპმა ლეო VI ბრძანა. სპლიტის მთავარეპისკოპოსს ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული ყველა სამლოცველოს მართვის უფლება მიეცა. ყველა ეპისკოპოსს უსაყვედურეს, ერთმანეთის ტერიტორიის მიტაცების სურვილის გამო და, ასევე, მოსთხოვეს, რომ დამორჩილებოდნენ სპლიტის მთავარეპისკოპოსს.[6]

1060 წელს გამართული კრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1060 წელს მოიწვიეს მესამე საეკლესიო კრება სპლიტში. კრების წევრებმა დაადგინეს, რომ ყველა მღვდელს უნდა სცოდნოდა ლათინური ენა, თუმცა აკრძალვა არ შეეხო არც გლაგოლიცურ და არც სლავურ ენებს. სასულიერო პირების ნაწილი, ძირითადად, კვარნერის უბის კუნძულებიდან, ეწინააღმდეგებოდა ამ რეფორმებს, ამიტომ მათ აირჩიეს საკუთარი ეპისკოპოსი. საბოლოოდ, რეფორმატორებმა გაიმარჯვეს, რის გამოც პეტარ კრეშემირ IV-მ მრავალი ჯილდო გასცა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goldstein, Ivo, Hrvatski rani srednji vijek, Zagreb, 1995. ISBN 953-175-043-2, p. 278.-279.
  2. Povijest, srednji vijek, Zagreb, 2003. ISBN 953-0-60573-0, p. 92
  3. Zelić-Bučan, Benedikta, Članci i rasprave iz starije hrvatske povijesti, HKD sv. Jeronima, Zagreb, 1994. ISBN 953-6111-06-3, p.135
  4. (1 August 1976) Историјски часопис 23 (1976). Istorijski institut, გვ. 281–287. GGKEY:A0L6WC2K633. 
  5. Zelić-Bučan, Benedikta, Članci i rasprave iz starije hrvatske povijesti, HKD sv. Jeronima, Zagreb, 1994. ISBN 953-6111-06-3, p.136
  6. Zelić-Bučan, Benedikta, Članci i rasprave iz starije hrvatske povijesti, HKD sv. Jeronima, Zagreb, 1994. ISBN 953-6111-06-3, p.136