კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
(განსხვავება არ არის)

17:04, 10 ივლისი 2009-ის ვერსია

კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან რვა კილომეტრზე – მის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზუგდიდ–წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.