დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ru:Дадиани, Давид Леванович
ხაზი 12: ხაზი 12:
[[კატეგორია:დაბადებული 1813]]
[[კატეგორია:დაბადებული 1813]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1853]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1853]]

[[ru:Дадиани, Давид Леванович]]

01:08, 6 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

დავით დადიანი (დ. 26 იანვარი, 1813 ― გ. 30 აგვისტო, 1853) სამეგრელოს მთავარი (1846-1853), გენერალ მაიორი. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეადროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ. იოსელიანთან და მ. ბროსესთან.

ლიტერატურა

  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939
  • ქსე, ტ. 3, გვ. 339, თბ., 1978