კულტურული ქამა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24: ხაზი 24:


[[სოკოს რბილობი|რბილობი]] — მკვრივი, წვნიანი, ხელის დაჭერისას მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს იღებს, სოკოს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.
[[სოკოს რბილობი|რბილობი]] — მკვრივი, წვნიანი, ხელის დაჭერისას მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს იღებს, სოკოს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.

[[სოკოს ფეხი|ფეხის]] სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 3-4, გლუვი, სწორი, თანაბარი სისქის, ზოგჯერ ძირში გამსხვილებული, თეთრი, კარგად გამოხატული საყელოთი, რომელიც ადვილად სცილდება, მოთეთროა, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანია.<ref name="sssr">М. В. Горленко, М. А. Бондарева, Л. В. Гарибова, И. И. Сидорова, Т. П. Сизова. Грибы СССР. Москва, изд. Мысль, 1980</ref>

[[ჰიმენოფორი]] — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.

06:53, 7 სექტემბერი 2021-ის ვერსია

კულტურული ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  კულტურული ქამა
ლათინური სახელი
Agaricus bisporus (J.E.Lange) Imbach, 1946

კულტურული ქამა, აგრეთვე ცნობილია როგორც ორსპორიანი ქამა (ლათ. Agaricus bisporus) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა. ბუნებრივ გარემოში გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და სხვადასხვა კუნძულებზე.

კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იზრდება ნიადაგზე, საძოვრებზე, ბაღ-ბოსტნებში, პარკებში, გადამწვარ ნაკელიან გროვებზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ბევრ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა მიკოლოგმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1871 წელს.[1][2] მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ემილ იმბახმა 1946 წელს.[3]

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, მომრგვალო, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში გაშლილი. ზედაპირი პრიალა ან რადიალურ-ბოჭკოვანია. ზოგჯერ ქერცლიანი, ჭუჭყისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ყავისფერ-მურამდე.

რბილობი — მკვრივი, წვნიანი, ხელის დაჭერისას მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს იღებს, სოკოს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 3-4, გლუვი, სწორი, თანაბარი სისქის, ზოგჯერ ძირში გამსხვილებული, თეთრი, კარგად გამოხატული საყელოთი, რომელიც ადვილად სცილდება, მოთეთროა, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანია.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.

  1. Cooke MC (1871). Handbook of British Fungi. London: Macmillan and Co., გვ. 138. 
  2. Species Fungorum – Species synonymy. Index Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 21 January 2010
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cappelli84 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. М. В. Горленко, М. А. Бондарева, Л. В. Гарибова, И. И. Сидорова, Т. П. Сизова. Грибы СССР. Москва, изд. Мысль, 1980