მარიამ ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 2: ხაზი 2:
{{ინფოდაფა მეცნიერი
{{ინფოდაფა მეცნიერი
| სურათი = Mariam Jorjadze.jpg}}
| სურათი = Mariam Jorjadze.jpg}}
'''მარიამ ჯორჯაძე''' (დ. [[28 აგვისტო]], [[1888]] — გ. [[5 მაისი]], [[1979]]) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მასწავლებელი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1948).
'''მარიამ სიმონის ასული ჯორჯაძე''' (დ. [[28 აგვისტო]], [[1888]] — გ. [[5 მაისი]], [[1979]]) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მასწავლებელი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1948).


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

უკანასკნელი რედაქცია 13:51, 17 აპრილი 2021-ის მდგომარეობით

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.
მარიამ ჯორჯაძე
დაბ. თარიღი 28 აგვისტო, 1888(1888-08-28)
დაბ. ადგილი სიღნაღი
გარდ. თარიღი 5 მაისი, 1979(1979-05-05) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარიამ სიმონის ასული ჯორჯაძე (დ. 28 აგვისტო, 1888 — გ. 5 მაისი, 1979) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მასწავლებელი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1948).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ ჯორჯაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილება გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალაობით 1917 წელს. მუშაობა დაიწყო გრემის (ყვარლის რაიონი) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919 წლიდან დაინიშნა იმავე სკოლის გამგედ; 1924–29 წლებში იყო ენისელის საბჭოს დეპუტატი; პარალელურად ბუნებისა და ძეგლთა დაცვის რწმუნებული ყვარლის რაიონში; 1928 წელს გადმოიყვანეს ქალაქ თბილისის მე-10 სკოლაში მასწავლებლად; 1938 წელს დაინიშნა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ.[1]

1930 წელს განსახკომის მიერ მივლინებულ იქნა მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლო საქმიანობის შესასწავლად. ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა პედაგოგად. გამოაქვეყნა რიგი მეთოდური და სხვა პედაგოგიური ხასიათის წერილები; მონაწილეობდა სახელმძღვანელოების შედგენაში; ერთდროულად საქმიანობდა მოსახლეობის წერა-კითხვის უცოდინარობისა და მცირე მცოდნეობის ლიკვიდაციისათვის; 1932–35 წლებში მიღებული ჰქონდა დამკვრელი მასწავლებლის წიგნაკი; დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1949) და სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით (1946). მინიჭებული აქვს მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ“. იყო ქალაქ თბილისის II, III და IV მოწვევის დეპუტატი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.