ბერჭილის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმული
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 2: ხაზი 2:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*{{ქსე|2|339|ჯაყელი ქ.}}
{{ქსე|2|339|ჯაყელი ქ.}}


[[კატეგორია:აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქედები]]
[[კატეგორია:აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქედები]]

20:44, 10 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ბერჭილის ქედი, ქედი აფხაზეთში, არაბიკის კარსტული მასივის ცენტრალური ნაწილის დასავლეთი განშტოება. მოქცეულია მდინარეების სანდრიფშისა (დასავლეთი) და ჟოეკვარას (აღმოსავლეთი) ხეობებს შორის. სიგრძე დაახლოებით 10 კმ. სიმაღლე 1800-2400 -მდე. აგებულია იურული და ცარცული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული (უმთავრესად) და მყინვარული ფორმები. ბერჭილის ქედზე არის კარსტული უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის, მარტელის, გიუზელის), მღვიმეები (ვიწრო, გელგელუკისა, ქარაფისა) და ჭები (ორთაბალაგანის, ქვემო გელგელუკის). ჰავა ზღვის სუბტროპიკული ნოტიო გრილი ზაფხულით. ქედი დასერილია მთის მდინარეთა კანიონებით. ჭარბობს ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. კალთებზე ქვევით შერეული ტყეებია, ზევით - სუბალპური მდელოები.

ლიტერატურა