ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:
==გალერეა==
==გალერეა==
<gallery>
<gallery>
ფაილი:Doğu ladini-1.jpg|აღმოსავლური ნაძვი Picea orientalis Kaukasusfichte
ფაილი:Doğu ladini-1.jpg|[[აღმოსავლური ნაძვი]] (Picea orientalis)
ფაილი:ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte (2).JPG|ევროპული ნაძვი Picea excelsa europäische Rotfichte
ფაილი:ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte (2).JPG|[[ევროპული ნაძვი]] (Picea excelsa)
ფაილი:ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte.JPG|ჩვეულებრივი ნაძვი Picea abies gewöhnliche Fichte
ფაილი:ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte.JPG|[[ჩვეულებრივი ნაძვი]] (Picea abies)
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte (2).JPG|ჩხვლეტია ნაძვი Picea pungens Blaufichte
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte (2).JPG|[[ჩხვლეტია ნაძვი]] (Picea pungens)
</gallery>
</gallery>



16:32, 24 მაისი 2020-ის ვერსია

ნაძვი

Picea abies
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ნაძვი
ლათინური სახელი
Picea

ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

გალერეა

ლიტერატურა