გუდამაყრის არაგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შავი არაგვი)
Jump to navigation Jump to search
გუდამაყრის არაგვი
Gudamakari's Aragvi in Pasanauri.jpg
გუდამაყრის არაგვი შესართავთან
ქვეყანა საქართველო
მარცხენა შენაკადები ბაკურხევი
სათავე მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე
სათავის სიმაღლე 2 940 მ
შესართავი მთიულეთის არაგვი
სიგრძე 30 კმ
აუზის ფართობი 240 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,96 მ³/წმ

გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვიმდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მეტრზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ2. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]