თევზები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
| სახელის სტატუსი =
| სახელის სტატუსი =
| ლათ = {{Btname|Pisces|([[Linnaeus]], [[1758]])}}
| ლათ = {{Btname|Pisces|([[Linnaeus]], [[1758]])}}
| მშობლიური ტაქსონი =
| მშობლიური ტაქსონი = [[ყბიანები]]
| რანგი = კ
| რანგი = კ
| სია = * [[სხივფარფლიანი თევზები]]
| სია = * [[სხივფარფლიანი თევზები]]

15:10, 13 მარტი 2020-ის ვერსია

ტერმინს „თევზები“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თევზები (მრავალმნიშვნელოვანი).
თევზები
აღწერა
ცხოველთა პარაფილური ჯგუფი
სამეცნიერო სახელი
Pisces (Linnaeus, 1758)
მშობლიური ტაქსონი
ყბიანები
კლასები
სურათები ვიკისაწყობში
Fish ვიკისახეობებში

თევზები — წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით (ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოები, ხოლო უმრავლესობას — ძვლოვანი. ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში