მტევანფარფლიანები
იერსახე
მტევანფარფლიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Crossopterygii | ||||||||||||
|
მტევანფარფლიანები (ლათ. Crossopterygii) — ძვლიანი თევზების ჯგუფი. მათი მკერდისა და მუცლის ფარფლები გრუნტზე ცოცვასაა შეგუებული. აქვს 2 მოკლე ზურგის ფარფლი. მრავალ მათგანს კუდის ფარფლზე მესამე, მცირე ლაპოტი გააჩნია. მტკნარი წყლისა და ზღვის ცხოველებია. ცნობილია ქვედა დევონიდან. მათი უმრავლესობა მეზოზოურის დასასრულს ამოწყდა. თანამედრობე მტევანფარფლიანებიდან ცნობილია 1 სახეობა — ლატიმერია. ადრე მტევანფარფლიანებს შეცდომით აკუთვნებდნენ მრავალფარფლიანებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 184.