ზღვის ნემსთევზა
იერსახე
| ზღვის ნემსთევზა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Syngnathus | |||||||||||||
| |||||||||||||
ზღვის ნემსთევზა (ლათ. Syngnathus) — თევზების გვარი კონალაყუჩიანების რიგისა. მათი 40 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარულია ძვლოვანი ფარებით. აერთიანებს 50-მდე სახეობა. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. დედალი ქვირითს მამლის მუცელზე მოგრძო პარკში დებს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 550.