ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 23: ხაზი 23:
== ისტორია ==
== ისტორია ==
[[ფაილი:Medieval Trebizond 2.png|მინი|322x322პქ|ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები|ალტ=]]
[[ფაილი:Medieval Trebizond 2.png|მინი|322x322პქ|ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები|ალტ=]]
არსებობს რამოდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. [[იოანე ქსიფილინი]]ს და [[იოანე ლაზაროპულოსი]]ს მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული [[სამოქალაქო ომი ტრაპიზონში|სამოქალაქო დაპირისპირების]] შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი III]]-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.<ref>Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.</ref> XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა [[ბასილი II]]-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.
არსებობს რამოდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. [[იოანე ქსიფილინი]]ს და [[იოანე ლაზაროპულოსი]]ს მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველი ნაგებობის დანგრევა 1222-23 წლის ტრაპიზონის ალყას უკავშირდება, ქალაქის წინააღმდეგობით განრისხებულმა სელჯუკმა სარდალმა ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ თანამედოვე ნაგებობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აიგო.<ref>John Lazaropoulos, ''Synopsis'', ll. 1319-1321; translated by Jan Olof Rosenqvist, ''The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154'' (Uppsala: University Press, 1996), p. 319</ref> 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული [[სამოქალაქო ომი ტრაპიზონში|სამოქალაქო დაპირისპირების]] შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი III]]-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.<ref>Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.</ref> XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა [[ბასილი II]]-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.


სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე [[წმინდა ევგენიოსი|ევგენიოსის]] დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ქრიზოსეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის [[თეოდორა კანტაკუზენოსი|თეოდორა კანტაკუზენოსზე]] დაქორწინდა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე [[წმინდა ევგენიოსი|ევგენიოსის]] დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ქრიზოსეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის [[თეოდორა კანტაკუზენოსი|თეოდორა კანტაკუზენოსზე]] დაქორწინდა.

15:14, 12 სექტემბერი 2019-ის ვერსია

წმინდა ევგენიოსის ეკლესია
Ο ναός του Αγίου Ευγένιου


ძირითადი ინფორმაცია
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

წმინდა ევგენიოსის ეკლესია (ბერძ. Ο ναός του Αγίου Ευγένιου) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, რომელიც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ (მმართ. 1444–1481) მეჩეთად (თურქ. Yeni Cuma Camii, „ახალი პარასკევის მეჩეთი“) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა. ჰით ლოურის მოსაზრებით ეკლესია ფუნქციონირებას 1486 წლამდე განაგრძობდა.[1]

ისტორია

ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები

არსებობს რამოდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. იოანე ქსიფილინის და იოანე ლაზაროპულოსის მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველი ნაგებობის დანგრევა 1222-23 წლის ტრაპიზონის ალყას უკავშირდება, ქალაქის წინააღმდეგობით განრისხებულმა სელჯუკმა სარდალმა ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ თანამედოვე ნაგებობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აიგო.[2] 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი III-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.[3] XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე ევგენიოსის დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ქრიზოსეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის თეოდორა კანტაკუზენოსზე დაქორწინდა.

ეკლესიის საგანძურებიდან მხოლოდ რელიგიური ხელნაწერი გადარჩა, რომელიც დღეს ვეტოპედის მონასტერში ინახება.

არქიტექტურა

ეკლესიის სიგრძე 28 მეტრი, სიგანე 16 მეტრი, სიმაღლე კი 11 მეტრია. გუმბათი აივნის გარეშე აღენიშნება. თავდაპირველადვე ეკლესია იყოფოდა სამ თაღოვან აფსიდებად, რომელიც არკით სრულდება. გვერდითი აფსიდები ცენტრალურთან შედარებით ვიწრო და დაბალია. სავარაუდოდ ცენტრალურ შესასვლელში ჰქონდა ნართექსი, რომელიც თურქებმა დაანგრიეს და ფანჯარად გადააკეთეს. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობდა. ფრესკები რომელიც ეკლესიას ამშვენებდნენ მოგვიანებით მტვერით და თურქული დეკორაციებით დაიფარა.

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

სქოლიო

  1. Trabzon's Yeni Cuma Camii. Why is it called this? Heath Lowry. Vol 3, 1975. p100
  2. John Lazaropoulos, Synopsis, ll. 1319-1321; translated by Jan Olof Rosenqvist, The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154 (Uppsala: University Press, 1996), p. 319
  3. Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.

რესურსები ინტერნეტში