ავესტური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ავესტური ენა''' — ძველი ირანული ენის დიალექტი, რომელიც შემონ...
 
დაემატა კატეგორია:ავესტური ენა გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 5: ხაზი 5:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|120|გ. ახვლედიანი}}
{{ქსე|1|120|გ. ახვლედიანი}}

[[კატეგორია:ავესტური ენა]]

15:02, 24 მარტი 2019-ის ვერსია

ავესტური ენა — ძველი ირანული ენის დიალექტი, რომელიც შემონახულია ზოროასტრიზმის საღვთო ტექსტების კრებულში — ავესტაში.

ავესტური ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ე. წ. აქემენიდების ლურსმული წარწერების ენისაგან, რომელიც ძველი ირანულის მეორე დიალიექტია და ძველ სპარსული ეწოდება. ძეგლის მიხედვით გამოიყოფა ორი დიალექტურ-ქრონოლოგიური ფენა: ადრეული ავესტური რომელსაც საფუძვლად უდევს ძვ. წ. VII-VI საუკუნეების ირანულის ერთერთი დიალექტი. ამ დიალექტზე შესრულებულია სალექსო საზომით დაწერილი 17 გათა (საგალობელი), რომელთაც ზარათუშტრას მიაწერენ. ამ ფენას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გათურსაც უწოდებენ. გვიანი ავესტურია სასანიანების ხანაში ფანაური ანაბნით ჩაწერილი ტექსტი , რომელსაც თან ახლავს ფალაური თარგმანი და კომენტარები. დედანს საშ. სპარსულად ეწოდა apastak („ფუძე“ ან ძირიტადი ტექსტი; ახ. სპარსულით avista), ხოლო დანარჩენს zend (ცოდნა, განმარტება). ავესტის ამ დიალექტურ-ქრონოლოგიურ ფენას მოგვიანებით ევროპილებმა უმართებულოდ უწოდეს ზენდური ენა. ავესტურ ენაზე ავესტის გარდა არაფერი შემორჩენილა. ვარაუდობენ რომ ძეგლის შექმნის ეპოქაშივე იგი უკვე მკვდარი ენა იყო. როგორც საღვთისმსახურო ენა, იგი დღემდე შემოინახეს ინდოეთში მცხოვრებმა ზოროასტრიზმის ფარსმა მიმდევრებმა.

ლიტერატურა