კოხტა ჭოვილო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
ახალი გვერდი: '''შავულა''' ({{lang-la|Tringa erythropus}}) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი...
 
მომხმარებელმა გიო ოქრო გვერდი „შავულა“ გადაიტანა გვერდზე „კოხტა ჭოვილო“
(განსხვავება არ არის)

20:02, 15 მარტი 2019-ის ვერსია

შავულა (ლათ. Tringa erythropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 29–33 სმ, მასა 110–200 გ, ფრთის შლილი 48–52 სმ. შემოდგომით და ზამთარში შავულა რუხი ფერისაა მოთეთრო ქვედა მხარეთი, ფეხები წითელია; საქორწინო შეფერილობა თითქმის მთლიანად შავია, თეთრი „სოლით“ ზურგზე და ამავე ფერის ფრთის შიდა მხარეებით, ფეხები ამ დროს მუქია. ნისკარტი მუქია, ქვედა ნისკარტი ფუძეში წითელია. ბინადრობს ევრაზიის (სკანდინავიიდან ჩუკოტკამდე) ჩრდილოეთი ტაიგის სამხრეთ ტუნდრაში, ტყეტუნდრაში, ტუნდრისმაგვარ ჭაობებში. იზამთრებს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე დასავლეთი ევროპის სანაპიროებზე. მობუდარი დასახლებები არ აქვთ. დედალი დებს 4 კვერცხს; თავიდან მშობლები მორიგეობით კრუხავენ, ბოლოს — მხოლოდ მამალი. მცირერიცხოვანი, სპორადულად გავრცელებული სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში