კვადები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
ახალი გვერდი: ფაილი:East europe 3-4cc.png|220px|მინიატიურა|აღმოსავლეთ ევროპა ახ. წ. III-IV ს.ს....
 
მომხმარებელმა Otogi გვერდი „ქვადები“ გადაიტანა გვერდზე „კვადები“ გადამისამართების დატოვების გარეშე
(განსხვავება არ არის)

08:40, 20 დეკემბერი 2018-ის ვერსია

აღმოსავლეთ ევროპა ახ. წ. III-IV ს.ს. ქვადები.

ქვადები (ლათ. Quadi) — ძველი გერმანული ტომები სვევთა გაერთიანებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვ. წ. აღ. მდე I ს. მდინარე მაინის ნაპირებზე ჩვ. წ. აღ. ის დასაწყისიდან VI საუკუნემდე მდინარე დუნაის შუაწელის დინებიდან ჩრდილოეთით, აგრეთვე, მდინარეების ელბასა და ოდერის სათავეებთან - ქვემო ავსტრიის, მორავიის, დასავლეთ სლოვაკეთის და ჩრდილოეთ უნგრეთის ტერიტორიებზე.

ქვადები იყვნენ მარკომანთა მოკავშირეები. შედიოდნენ მარობოდის სამეფოში. 166—180 წ.წ. მონაწილეობდნენ მარკომანებთან ერთად რომის წინააღმდეგ ბრძოლებში. რომაელებმა ისინი გაანადგურეს, რის შემდეგაც აღიარეს რომის ბატონობა.

V ს. ქვადების ნაწილი ვანდალებთან ერთად გადასახლდა ესპანეთის ტერიტორიაზე და პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში შექმნა საკუთარი სამეფო. 585 წ. იგი დაიპყრეს ვესტგოთებმა. ესპამეთში ქვადებს ზოგჯერ უწოდებენ ქვადო-სვევებს, ხოლო მათ სამეფოს სვევთა სამეფოს.


რესურსები ინტერნეტში