ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი პირველი პიესებია "ცხოვრების უფლებები" (1877, დაკარგულია), "მეხამრიდი" (1879;1885 [[ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო]]სთან ერთად გადააკეტა პიესად "შავარდნები და ყორნები"). ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება ("საუკუნის ქალიშვილი", 1860; "სახელგანთქმული კაცის მეუღლე", 1884; "ჯაჭვები", 1886; "მზის ჩასვლა", 1889 და სხვა). სუმბათაშვილ-იუჟინის პიესებში რომანტიკული პათოსი ერწყმის ჭეშმარიტ რეალიზმს. სუმბათაშვილ-იუჟინმა მძაფრად გაალრიტიკა თავადაზნაურული და ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებანი ("ჯენტლმენი", 1897; "ირინეს თემი", 1901; "ბადე", 1903; "ბელადები", 1907). ავტორია ისტორიული დრამებისა ("მეფე იოანე IV", 1884; "ძველი წრთობა", 1895 და სხვა). მისი ესთეტიკური შეხედულებანი განსაკუთრებით გამოვლინდა პიესაში "რაფაელი" (1927).
 
საქართველოს უძღვნა სუმბათაშვილ-იუჟინმა ისტორიული დრამა "ღალატი" 1903, რომელიც ერთგვარი ნოსტალგიაა ჩვენს გმირულ წარსულზე, მისი პიესები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა 1889 წლიდან (მთარგმნელები [[აკაკი წერეთელი]], [[ვალერიან გუნია]], [[კოტე მესხი]], [[ნიკოლოზ ავალიშვილი]]). პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879 წლებში გამოვიდა პეტერბურგის თეატრებში. არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. 1882 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში. 1909 წლიდან იყო დასის მმართველი, 1918 - სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, 1919 - დირექციის თავმჯდომარე, 1923 წლიდან - დირექტორი, 1926-იდან - საპატიო დირექტორი.
 
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი მგზნებარე ტემპერამენტის, ფართო დიაპაზონის, ტრაგიკული პლანის რომანტიკოსი მსახიობი იყო. ასრულებდა აგრეთვე სახასიათო, კომედიურ როლებსაც. მისი სცენური გმირები თავისუფლებისმოყვარე, ბუნტარული სულისკვეთებით გამსჭვალული, ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იყვნენ. როლებიდან აღსანიშნავია: დიუნეა, მარჯიზი პოზა, მპრტიმერი (შილერის "ორლეანელი ქალწული", "დონ კარლოსი", "მარიამ სტიუარტი"); დონ კარლოსი, რუი ბლაზი (ჰიუგოს "ერნანი", "რუი ბლაზი"); იაგო, ოტელო, რიჩარდ III, ჰამლეტი (შექსპირის "ოტელო", "რიჩარდ III", "ჰამლეტი"), ურიელი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ეგმონტი (გოეთეს "ეგმონტი"), ლორდი კაკეშამი (უალდის "იდეალური ქმარი"), ფიგარო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ჩაცკი, ფამუსოვი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ტელიატევი (ოსტროვსკის "ცოფიანი ფულები") და სხვა. [[1923]] წელს მონაწილეობა მიიღო [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] [[კონსტანტინე მარჯანიშვილი]]ს მიერ დადგმულ სპექტაკლში [[ზურაბ ანტონოვი]]ს "მზის დაბნელება საქართველოში".
 
==ლიტერატურა==
 
{{DEFAULTSORT:სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია:რუსი დრამატურგები]]
[[კატეგორია:რუსი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1857]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1927]]
158 161

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ