ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩრდილოეთის ველურ ირმებზე ნადირობა აისახებოდა ცეკვაში, რომლებითაც ჩუქჩების უძველესი წარმომადგენლები გავლენას ახდენდნენ მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე და ამით შუამდგომლობდნენ იმ კეთილმოსურნე სულებთან, რომლებიც „სახლობდნენ“ ამ ცხოველურ თუ მცენარეულ ფორმებში. ჩუქჩების ორივე ჯგუფში - ზღვისპირა და ტუნდრის მეირმე ჩუქჩებში - სახასიათო იყო ანიმისტური წარმოდგენები. ბუნებრივია, რომ ამ კულტის ბუნება წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპეციალურ საცეკვაო რიტუალებით.
 
ეს ცეკვები ძირითადად შეიცავდა მოძრაობებს, რომლებიც საშინაოს საქმეების განსახიერებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მომთაბარე ხალხი თავიანთ რიტუალურ ცეკვებს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ასრულებდნენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისი აღინიშნებოდა. ასეთი იყო მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა.შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" />
 
შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა.შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" /> 
 
== ცვლილებები რიტუალურსა და კონფესიურ სფეროებში სსრკსა და პოსტ_სსრკ პერიოდებში ==
ჩუქჩების ტრადიციული შეხედულებების არსი წარმოდგენილია რიგი ავტორების კვლევებში , რომლებიც აღნიშნავენ რომ პირველყოფილი ადამიანის მსოფლმხედველობა სამყაროს მოდელის შესახებ ხელს უწყობდა მას განევითარებინა თავისი ადგილი ამ სამყაროში , სივრცესა და დროში .   სიმბოლური აღწერა სამყაროს მოდელისა , წარმოდგენა მსოფლმხედველობის სხვადასხვა ელემენტების წარმოშობაზე , სპეციალისტების შეხედულებით, გადმოცემულია მითოლოგიაში. ვ.გ.ბოგორაზი გვამცნობს , რომ ბევრ ჩუკოტკურ ზღაპარში ნახსენებია ერთიანი ძლიერი არსება - შემქმნელი, რომელიც იცავს ადამიანებს , ეხმარება მათ. ჩუქჩებთან ამ არსების ნების შემსრულებლებად წარმოგვიდგება ყვავი- კულტურული გმირი. ბუნება ჩუქჩებთან წარმოადგენს ცოცხალს , ხოლო ყველა მისი კომპონენტს (მდინარე, ზღვა, ტბა , მთები და ა.შ.) ჰყავთ თავისი ბატონები, მოცემული წარმოდგენები არის ჩადებული ჩუქჩების რიტუალებში: სულების , ოჯახისა და სახლის მფარველის "დაპურება" , ყვავის თაყვანისცემა , შეწირული ცხოველის "წყლით გამასპინძლება ". ბევრი რიტუალი დაკავშირებული მეირმეობასთან , ოჯახის ცხოვრებასთან  აღწერილია მკვლევარების და მისიონერების მიერ.
6

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ