თრუსოს ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Truso (5).jpg|მინი|300 პქ|თრუსოს ხეობა]]
[[ფაილი:Truso (4).jpg|მინი|300 პქ|თრუსოს ხეობა]]
'''თრუსოს ხეობა''' — [[მდინარე]] [[თერგი]]ს ხეობა [[კავკასიონი]]ს ჩრდილოეთ კალთაზე, [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა]] და [[ხოხის ქედი|ხოხის ქედს]] შორის, უღელტეხილ [[თრუსო|თრუსოდან]] სოფელ [[კობი|კობამდე]] (სიგრძე 25 [[კმ]]).
'''თრუსოს ხეობა''' — [[მდინარე]] [[თერგი]]ს ხეობა [[კავკასიონი]]ს ჩრდილოეთ კალთაზე, [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა]] და [[ხოხის ქედი|ხოხის ქედს]] შორის, უღელტეხილ [[თრუსო|თრუსოდან]] სოფელ [[კობი|კობამდე]] (სიგრძე 25 [[კმ]]).



08:42, 10 დეკემბერი 2015-ის ვერსია

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობამდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფელ კობამდე (სიგრძე 25 კმ).

ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფელ კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა- და შუაიურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ხოხის ქედზე გაშიშვლებულია დიორიტის ინტრუზივები. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვა), მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.

თრუსოს ხეობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია[1].

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. რეპორტაჟი თრუსოს ხეობიდან (Photos -Videos). მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი. 02.08.2012