ფეტვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა
{{ტაქსოდაფა
| სახელი = ფეტვი
| სახელი = ფეტვი
| სურათის ფაილი = Panicumcapillare.jpg
| სურათის ფაილი = Panicum capillare NPS-1.jpg
| სურათის წარწერა =
| სურათის წარწერა =
| სურათის აღწერა = ფეტვი
| სურათის აღწერა = ფეტვი

23:41, 18 ოქტომბერი 2014-ის ვერსია

ფეტვი

ფეტვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Panicum

ფეტვი (ლათ. Panicum; სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის მიხედვით — ფაჩქა) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა. გავრცეებულია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ სახეობას — ჩვეულებრივ ფეტვს (ლათ. Panicum miliaceum), რომელიც იყოფა 5 ქვესახეობად: მეჩხერყვავილედიანი, გადაშლილი, დახრილი, ნახევრაკოშტურა, კოშტურა. დანარჩენები უმეტესად ველური ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარეებია, რომელთაგან ზოგიერთი კულტურაშია და საკვებად იყენებენ. ჩვეულებრივი ფეტვი ერთწლოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. აქვს 4-10 მუხლთშორისიანი მარტივი ან დატოტვილი ღერო, ხაზოვან-ლანცეტისებრი ფოთოლი. სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ: ძალიან საადრეოს (60 დღე), საადრეოს (61-80 დღე), საშუალოს (81-100 დღე), საგვიანოს (101-120 დღე) და ძალიან საგვიანოს (120-ზე მეტი დღე). ფეტვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბურღულე კულტურაა. მარცვალს იყენებენ ფქვილისათვის, ხოლო ფრინველებისა და ღორებისათვის ფეტვის კონცენტრირებულ საკვებს ამზადებენ.

ლიტერატურა