R136: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 17 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q5116
(ბოტი: R136_HST_2009-12-15.jpg შეიცვალა Grand_star-forming_region_R136_in_NGC_2070_(captured_by_the_Hubble_Space_Telescope).jpg-ით)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[image:R136 HST 2009-12-15.jpg|thumb|right|250px|მასიური და ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა]], სახელად R136 რამდენიმე მილიონი წლისაა და ბინადრობს [[30 ოქროს თევზის ნისლეული|30 ოქროს თევზის ნისლეულში]] - [[ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები|ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების]] აქტიური რეგიონი [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]] - [[ირმის ნახტომი|ჩვენი გალაქტიკის]] ერთ-ერთი თანამგზავრი. ჩვენს გალაქტიკაში არ არის ცნობილი ისეთი აქტიური და ნაყოფიერი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონი, როგორიც 30 ოქროს თევზია. სურათი, რომელიც გადაღებულია [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|ულტრაიისფერ, ხილულ სპექტრსა]] და წითელ შუქში [[ჰაბლი|ჰაბლის]] ფართო კუთხიანი კამერა 3-ით, დაახლოებით 100 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წელს]] გამოსახავს]]
[[image:Grand_star-forming_region_R136_in_NGC_2070_(captured_by_the_Hubble_Space_Telescope).jpg|thumb|right|250px|მასიური და ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა]], სახელად R136 რამდენიმე მილიონი წლისაა და ბინადრობს [[30 ოქროს თევზის ნისლეული|30 ოქროს თევზის ნისლეულში]] - [[ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები|ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების]] აქტიური რეგიონი [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]] - [[ირმის ნახტომი|ჩვენი გალაქტიკის]] ერთ-ერთი თანამგზავრი. ჩვენს გალაქტიკაში არ არის ცნობილი ისეთი აქტიური და ნაყოფიერი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონი, როგორიც 30 ოქროს თევზია. სურათი, რომელიც გადაღებულია [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|ულტრაიისფერ, ხილულ სპექტრსა]] და წითელ შუქში [[ჰაბლი|ჰაბლის]] ფართო კუთხიანი კამერა 3-ით, დაახლოებით 100 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წელს]] გამოსახავს]]


'''R136''' (ოფიციალური სახელია RMC 136) — სუპერ-ვარსკვლავთგროვა „[[30 ოქროს თევზი|30 ოქროს თევზის]]“ (ასევე მოიხსენიებენ, როგორც [[ტარანტულას ნისლეული]]) ცენტრთან ახლოს, [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]]. ის ძალიან ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა|ვარსკვლავთგროვაა]], რომლის ასაკი დაახლოებით 1-2 მილიონი წელიწადია. R136 შეიცავს გიგანტებსა და ზეგიგანტ [[ვარსკვლავი|ვარსკვლავებს]]. ვარსკვლავთა უმეტესობა არის [[O3 (სპექტრული ტიპი)|O3]] [[სპექტრული ტიპი|სპექტრული ტიპის]] - 39 მნათობი უკვე აღიარებულია ამ სპექტრული ტიპის ვარსკვლავად. გარდა ამისა, ამ გროვაში არსებობენ რამდენიმე [[ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები]].
'''R136''' (ოფიციალური სახელია RMC 136) — სუპერ-ვარსკვლავთგროვა „[[30 ოქროს თევზი|30 ოქროს თევზის]]“ (ასევე მოიხსენიებენ, როგორც [[ტარანტულას ნისლეული]]) ცენტრთან ახლოს, [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]]. ის ძალიან ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა|ვარსკვლავთგროვაა]], რომლის ასაკი დაახლოებით 1-2 მილიონი წელიწადია. R136 შეიცავს გიგანტებსა და ზეგიგანტ [[ვარსკვლავი|ვარსკვლავებს]]. ვარსკვლავთა უმეტესობა არის [[O3 (სპექტრული ტიპი)|O3]] [[სპექტრული ტიპი|სპექტრული ტიპის]] - 39 მნათობი უკვე აღიარებულია ამ სპექტრული ტიპის ვარსკვლავად. გარდა ამისა, ამ გროვაში არსებობენ რამდენიმე [[ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები]].

09:24, 1 მარტი 2014-ის ვერსია

მასიური და ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვა, სახელად R136 რამდენიმე მილიონი წლისაა და ბინადრობს 30 ოქროს თევზის ნისლეულში - ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების აქტიური რეგიონი მაგელანის დიდ ნისლეულში - ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი თანამგზავრი. ჩვენს გალაქტიკაში არ არის ცნობილი ისეთი აქტიური და ნაყოფიერი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონი, როგორიც 30 ოქროს თევზია. სურათი, რომელიც გადაღებულია ულტრაიისფერ, ხილულ სპექტრსა და წითელ შუქში ჰაბლის ფართო კუთხიანი კამერა 3-ით, დაახლოებით 100 სინათლის წელს გამოსახავს

R136 (ოფიციალური სახელია RMC 136) — სუპერ-ვარსკვლავთგროვა „30 ოქროს თევზის“ (ასევე მოიხსენიებენ, როგორც ტარანტულას ნისლეული) ცენტრთან ახლოს, მაგელანის დიდ ნისლეულში. ის ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვაა, რომლის ასაკი დაახლოებით 1-2 მილიონი წელიწადია. R136 შეიცავს გიგანტებსა და ზეგიგანტ ვარსკვლავებს. ვარსკვლავთა უმეტესობა არის O3 სპექტრული ტიპის - 39 მნათობი უკვე აღიარებულია ამ სპექტრული ტიპის ვარსკვლავად. გარდა ამისა, ამ გროვაში არსებობენ რამდენიმე ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები.

კლასტერი (იგივე გროვა) შეიცავს რამდენიმე კომპონენტს. ცენტრალური კომპონენტის - R136a-ს ბუნება თავიდან გაურკვეველი იყო. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ R136a არის ჰიპერგიგანტური ვარსკვლავი, რომელსაც 1500 მზის მასა ჰქონდა, 30 მილიონჯერ კაშკაშა იყო, 55-60 000 K ზედაპირის ტემპერატურა ჰქონდა, ხოლო მისი დიამეტრი 50 მილიონ მილს შეადგენდა. მისი ნამდვილი ბუნება გაირკვა მაშინ, როდესაც გამოიყენეს ჰოლოგრაფიული ლაქების ინტერფერომეტრი. ამის დახმარებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მკვრივი ვარსკვლავთგროვა, სხვა ფენომენებთან ერთად, შეიცავდა ძალიან მასიურ და კაშკაშა 12 ვარსკვლავს თავის ბირთვში. ამ ვარსკვლავების საწყისი მასა გამოთვალეს და აღმოჩნდა 37-დან 76 მზის მასამდე. 3 უკიდურესად კაშკაშა ვარსკვლავი (R136a1, R136a2 და R136a3) დომინირებენ გროვაში. ამ ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი - R136a1 არის ყველაზე მასიური ვარსკვლავი, რაც კი ოდესმე უპოვიათ მეცნიერებს დღემდე. მისი მასა ჩვენი დედავარსკვლავის მასას 265-ჯერ აჭარბებს, ხოლო მისი სიკაშკაშე მზისაზე 8 700 000-ჯერ მეტია. R136 ძალიან ბევრ ენერგიას გამოიმუშავებს რაც ტარანტულას ნისლეულს ხილულს ხდის. R136-ის მასა მეცნიერებმა შეაფასეს და დაახლოებით აღმოჩნდა 450 000 მზის მასა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში იგი სფერული გროვა გახდება.

ვიკიციტატა
„ადამიანებისგან განსხვავებით ეს ვარსკვლავები ძალიან მძიმეები იბადებიან და როცა ისინი ასაკში შედიან ამ მასას ნელ-ნელა კარგავენ. ეს ყველაზე ექსტრემალური ვარსკვლავი R136a1 უკვე მილიონი წლისაა და საშუალო ასაკის ვარსკვლავად ითვლება. მან ძალიან დიდი მასის დანაკარგი განიცადა - საწყისი მასის მეხუთედი, ან 50 მზის მასა!!! “

თუ ამ ვარსკვლავს მზის ნაცვლად ჩავსვამდით მზის სისტემაში ის მზის სინათლეს ისე გადააჭარბებდა, როგორც მზე აჭარბებს სავსე მთვარეს.

ვიკიციტატა
„მისი უზარმაზარი მასა დედამიწის წელიწადს 3 კვირამდე შეამცირებდა და ჩვენი პლანეტა საშინელი ულტრაიისერი დასხივების ქვეშ იქნებოდა, რაც სიცოცხლეს წარმოუდგენელს გახდიდა ამ მრავალფეროვან პლანეტაზე. “
(რაფაელ ჰირში კილის უნივერსიტეტიდან )

რესურსები ინტერნეტში

  • SIMBAD RMC 136
  • NED RMC 136
  • ასტრომოყვარულთა კლუბი R136
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=R136&oldid=2640307“-დან