ბუნება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.177.10 ცვლილებების გაუქმება (№2488839)
ხაზი 16: ხაზი 16:
=== მატერია და ძალა ===
=== მატერია და ძალა ===
მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება [[ფიზიკა|ფიზიკის]] შესწავლის საგანი.
მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება [[ფიზიკა|ფიზიკის]] შესწავლის საგანი.
=== ''დედამიწა'' ===
=== დედამიწა ===
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან [[გეოლოგია|გეოლოგიის]] შესწავლის საგანია.
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან [[გეოლოგია|გეოლოგიის]] შესწავლის საგანია.
დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს — რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.
ადამიანი შეგნებულად ქმნის ხელოვნურ რელიეფს — ყორღანებს, ტერიკონებს, ქვაბულებს, მიწათხრილებს და სხვა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ხრამები, მეწყრები, ქვიშის ბორცვები და ა.შ. რაც უარყოფით მოვლენებად ითვლება.
ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით (ტყის გაშენებით ან გაჩეხვით, ჭაობების ამოშრობით, უდაბნოების მორწყვით და ა. შ.) სახეს უცვლის (გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში) ჰავას, რომელზედაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროს დაჭუჭყიანება. ადამიანი აშენებს სარწყავ სისტემებს, სანაოსნო და ჰიდროენერგეტიკული დანიშნულების არხებს, წყალსაცავებს და სხვა, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.
სამეურნეო საქმიანობა სახეს უცვლის ნიადაგურ საფარს. მის გაკულტურებასთან ერთად ინტენსიურმა დაშლის და გადარეცხვის პროცესებმა (ეროზია) მსოფლიოს ნიადაგური რესურსები მნიშვნელოვნად შეამცირა.
ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ განსაკუთრებით ღრმა კვალი დაამჩნია აგრეთვე ცოცხალ ბუნებას. მან მოაშენა ფლორისა და ფაუნის მრავალი ახალი სახეობა. ახალი ტერიტორიების ათვისების და მოგზაურობების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მცენარეთა და ცხოველთა გავრცელების გეოგრაფია. კონტინენტიდან კონტინენტზე გადასახლდა მათი სახეობები, რომლებმაც ზოგან ძლიერ შეავიწროვეს ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები (მაგ.: ავსტრალიაში).♥♥♥♥♥

== ბუნების ფილოსოფია ==
== ბუნების ფილოსოფია ==
=== მეტაფიზიკა ===
=== მეტაფიზიკა ===

16:50, 3 ივნისი 2013-ის ვერსია

სამყაროს ყველაზე ღრმა შესამჩნევი სინათლის გამოსახულება, გადაღებული ჰაბლიდან, ნასა.
დედამიწის გამოსახულება მიღებული აპოლო 17-დან.
Aphthona flava.
წყალბადის ატომები.

ბუნება (ლათ. natura, ბერძ. φύσις) — მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).

ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როცა ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.

ბუნების ნაწილები

ბუნება დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ

მოვლენები და ფენომენი დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ ასტრონომიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანია.

სიცოცხლე

სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა, თუ როგორ ჩნდება ესათუის ჯიში ან არსება, ურთიერთობა მათ შორის და გარემო რომელშიც ისინი არსებობენ არის ბიოლოგიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანი. ბიოლოგიის განშტოება, რომელიც ორგანიზმთა ურთიერთქმედებას სწავლობს მათ გარემოზე ეკოლოგია ჰქვია.

ქიმიური ელემენტები

ქიმიური ელემენტებისა და შენაერთთა სტრუქტურა, მახასიათებლები, შემადგენლობა და რეაქციები ნატურალური მეცნიერება ქიმიის შესწავლის საგანია.

მატერია და ძალა

მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება ფიზიკის შესწავლის საგანი.

დედამიწა

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან გეოლოგიის შესწავლის საგანია.

ბუნების ფილოსოფია

მეტაფიზიკა

ფილოსოფიაში შეხედულებას, რომლის მიხედვით ატომთა, ცხოველთა, გრავიტაციის, ვარსკვლავთა, ქართა, მიკრობთა და ა.შ. მატერიალური სამყარო ფაქტიურად არსებობს ჩვენი დაკვირვებისგან დამოუკიდებლად რეალიზმი ეწოდება; საწინააღმდეგო შეხედულებას კი - იდეალიზმი.

ბუნებრივი და ხელოვნური

ხშირად ანსხვავებენ ერთმანეთისგან "ბუნებრივსა" და "ხელოვნურს", თუმცა რამდენად მართებული მათი განცალკევება ხშირი დებატების საგანია. ერთ-ერთი შეხედულებით ყველაფერს გონებრივს ანცალკევებენ ნატურალური სამყაროსგან; მეორე მოსაზრებით ბუნებრივს უნდა გამოეყოს არა მარტო გონებრივი, არამედ ასევე ჰუმანური (ადამიანური) და მათი ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში საზღვარი ნატურალურსა და ხელოვნურს შორის რთული გასავლელია (იხ. გონება-სხეულის პრობლემა.) ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემისგან თავის არიდება შეიძლება იმის დაშვებით, რომ ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ეს "ხელოვნურის" კონცეფციის განსაზღვრებას არ აადვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვევლობა ნატურალურსა და ხელოვნურ ნამოქმედარს შორის არსებული ზღვარზე ოდითგანვე ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის აღმაფრენის წყარო ყოფილა.

კიდევ ერთი თვალსაზრისით უნდა გამოიყოს ნატურალური პროცესები და ხელოვნური პროცესები. ამ შეხედულებით, რაიმე პროცესი ან ადამიანის ზემოქმედებით ხდება ან არა. მაგ. ოთახი შესაძლოა ნუთურის ჩამრთველზე დაჭერით განადთეს, ან იგივე ოთახი შესაძლოა ფანჯრიდან შემოსულმა მზის შუქმა გაანათოს. ამ შეხედულებით, ხელოვნურობა მკაფიოდ ადამიანის ნებით განხორციელებული ქმედებაა.

ბუნებრივისა და ხელოვნურის ერთმანეთისგან განსხვავების პრობლემა ძველი ბერძნებისთვისაც აქტუალური იყო. თანამედროვე ფილოსოფოსები, მაგ. დევიდ ჰიუმი და ჯონ სტიუარტ მილი ხშირად აკრიტიკებენ ნებისმიერ მცდელობას რათა რაიმე მორალური მნიშვნელობა მიეცეს ამგვარ განსაზღვრებას.

ბუნების სილამაზე

მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:

"მეცნიერი ბუნებას არ სწავლობს რადგან ეს მისთვის სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა მე არ ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის სილამაზე; არც ამგვარი სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან; მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".

დაკავშირებული კონცეფციები

იხ. აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA