ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q243141
ხაზი 9: ხაზი 9:
{{იაპონიის პრემიერ-მინისტრები}}
{{იაპონიის პრემიერ-მინისტრები}}


[[კატეგორია:იაპონელები]]
[[კატეგორია:იაპონიის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:იაპონიის პრემიერ-მინისტრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1838]]
[[კატეგორია:დაბადებული 1838]]

14:16, 31 მაისი 2013-ის ვერსია

ოკუმა სიგენობუ

ოკუმა სიგენობუ (დ. 16 თებერვალი, 1838, საგა — გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867-1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მთავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873-1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).

1882 დააარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888-1889 და 1896-1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1914-1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება 1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914-1918).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 516, თბ., 1984