ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Bot: Migrating 30 interwiki links, now provided by Wikidata on d:q243141 (translate me) |
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q243141 |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1838]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1838]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1922]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1922]] |
||
[[pt:Ōkuma Shigenobu]] |
00:03, 22 მარტი 2013-ის ვერსია
ოკუმა სიგენობუ (დ. 16 თებერვალი, 1838, საგა — გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867-1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მთავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873-1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).
1882 დააარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888-1889 და 1896-1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1914-1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება 1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914-1918).
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 516, თბ., 1984